ახალი ამბები

სუს-ს 3 ათასი გიგაბაიტის მოცულობის მეხსიერების ბარათების შეძენა სურს

4 აპრილი, 2017 • 2818
სუს-ს 3 ათასი გიგაბაიტის მოცულობის მეხსიერების ბარათების შეძენა სურს

სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურმა მეხსიერების ბარათების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის პირობების თანახმად, სუს-ი ყიდულობს 140 ცალ მეხსიერების ბარათს, რომელთა საერთო მოცულობა 3 120 გიგაბაიტია.

3 500 ლარია გამოყოფილი ამ ტენდერისთვის. წინადადებების მიღება უკვე დასრულებულია და მაში სამი მონაწილეა: შპს “ფერდინანდი”, შპს “ჯი თი ვი” და შპს “იდეა”.

წინადადებების მიღება დაიწყო 30 მარტს და მიღება დამთავრდა 4 აპრილს, 12 საათზე.

“ნეტგაზეთი” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რა მიზნით უნდა გამოიყენონ მეხსიერების ბარათები, თუმცა უწყებიდან პასუხი ჯერ არ გაუციათ.

მეხსიერების ბარათი

მეხსიერების ბარათი

მასალების გადაბეჭდვის წესი