ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

წინასაარჩევნო ბანერები ახალგორსა და ცხინვალში [ფოტო]

4 აპრილი, 2017 • 2929
წინასაარჩევნო ბანერები ახალგორსა და ცხინვალში [ფოტო]

2017 წლის 9 აპრილს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები და დე ფაქტო რესპუბლიკისთვის  “ალანიას” დარქმევის საკითხზე რეფერნდუმი იმართება. წინაასაარჩევნოდ, როგორც ცხინვალში, ასევე, დე ფაქტო რესპუბლიკის სხვა რაიონებში, მათ შორის, ახალგორში, პლაკატები და ბანერები გააკრეს.

საარჩევნო პლაკატები ახალგორში; 2017 ; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

საარჩევნო პლაკატები ახალგორში; 2017, ფოტო: ნეტგაზეთი

საარჩევნო პლაკატები ახალგორში; 2017, ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

საარჩევნო პლაკატები ახალგორში; 2017 ; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

საარჩევნო პლაკატები ახალგორში; 2017 ; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

საარჩევნო პლაკატები ახალგორში; 2017 ; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

საარჩევნო პლაკატები ახალგორში; 2017 ; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

არჩევნებში მონაწილეობას სამი კანდიდატი მიიღებს, ამჟამინდელი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი. ორ კანდიდატს, მათ შორის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითის, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს. 

ახალგორის რაიონში, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალი აკონტროლებს, წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა ანატოლი ბიბილოვმა, რომელმაც მოსახლეობას ქართულადაც მიმართა. გუშინ, 3 აპრილს ახალგორში პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვსაც ელოდნენ, თუმცა თიბილოვი იქ არ ჩასულა. ლეონიდ თიბილოვი ახალგორში უკანასკნელად 2017 წლის 27 იანვარს იმყოფებოდა, თუმცა მაშინ წინასაარჩევნო კამპანია დაწყებული არ ყოფილა.

ახალგორის რაიონში დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 11 საარჩევნო უბანი გაიხსნება. 9 აპრილის კენჭისყრაში მონაწილეობას, ოფიციალური ინფორმაციით, 1235  [2015 წლის აღწერით, ახალგორში სულ 4209 ადამიანი ცხოვრობს] ახალგორელი მიიღებს. ეს ის მოქალაქეები არიან, ვინც ამ დროისთვის “სამხრეთ ოსეთის მოქალაქის” პასპორტს ფლობს.

საარჩევნო პლაკატები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში; 2017 ; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

საარჩევნო პლაკატები ცხინვალში; 2017 ; ფოტო: ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილ არჩევნებსა და რეფერენდუმს ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს. აღნიშნულ არჩევნებს რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურნენ. ოფიციალური განცხადება გააკეთა ასევე აშშ-ის საელჩომ საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი