ახალი ამბები

ივანიშვილის პარკში გადატანისას დაზიანებულ წიფელას აღდგენას გეგმავენ

4 აპრილი, 2017 • 4425
ივანიშვილის პარკში გადატანისას დაზიანებულ წიფელას აღდგენას გეგმავენ

“ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიორგი უძილაურის თქმით, სოფელ ზემო ნატანებიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადატანისას დაზიანებული წიფელას აღდგენა შესაძლებელია. უძილაურის თქმით, ხეს, რომელიც დენდროლოგიურ პარკში გადაჰქონდათ, ტრანსპორტირებისას ტოტი მოტყდა.  მისი თქმით, სავარაუდოდ, ინციდენტი არასწორი გათვლისა და არამყარი ნიადაგის გამო მოხდა:

“ტრანსპორტირებისას ხეს მოტყდა ტოტი და ეს მოხდა იმიტომ, რომ ნიადაგი არ იყო მყარი. შეიძლება ეს ინჟინრული მომენტი იყო, რომ გადატანისას  რაღაც ვერ გათვალეს, მიწა ჩაიზნიქა,  ხის წონა საკმაოდ დიდი იყო, თავისივე წონაზე იმოქმედა და ეს ტოტი მოტყდა,” – ამბობს უძილაური.

დაზიანებული წიფელი. კარდი "რუსთავი 2-ის" სიუჟეტიდან. 04.04.17

დაზიანებული წიფელი. კარდი “რუსთავი 2-ის” სიუჟეტიდან. 04.04.17

ქართუ ჯგუფში” ხის ღირებულების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბოლო პერიოდში აქტიურად ყიდულობს აჭარისა და გურიის რეგიონში მრავალწლოვან და გიგანტური ზომის ხეებს, რომლებიც გადააქვს მის კუთვნილ დენდროლოგიურ პარკში.

მასალების გადაბეჭდვის წესი