ახალი ამბები

“გარდამავალი მმართველობა ან ჰიბრიდული რეჟიმი” – Freedom house-ის შეფასება საქართველოზე

4 აპრილი, 2017 • 3412
“გარდამავალი მმართველობა ან ჰიბრიდული რეჟიმი” – Freedom house-ის შეფასება საქართველოზე

Nations in Transit 2017 – ასე ჰქვია საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ეხება.

NIT2017_World_Map_ver1

ანგარიშში მოცემულ 29 ქვეყანას შორის საქართველო მე-17 ადგილზეა 4.61 ქულით. Freedom House ქვეყანაში თავისუფლების ხარისხს 1-დან 7- მდე შკალით ზომავს, სადაც 1 საუკეთესო შედეგია, ხოლო 7 – ყველაზე უარესი. წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა არ შეცვლილა. დემოკრატიის ჯამური ქულა 7 კომპონენტისაგან დგება:

  1. საარჩევნო პროცესი,
  2. სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების ხარისხი,
  3. დამოუკიდებელი მედია,
  4. ცენტრალური ხელისუფლება,
  5. ადგილობრივი თვითმმართველობები,
  6. საკანონმდებლო ჩარჩო და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა,
  7. კორუფციის ხარისხი.

Screen Shot 2017-04-04 at 11.26.09 AM

ჯამში, Freedom House საქართველოში არსებულ ვითარებას გარდამავალ მმართველობად ან ჰიბრიდულ რეჟიმად აფასებს.

საქართველოს მსგავსად 4.61 ქულა აქვს უკრაინას, ამ ქვეყნებს ჩამორჩება მოლდოვა (4.93). სომხეთს 5.39 ქულა აქვს და Freedom House-ის შეფასებით იქ ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმის მმართველობაა, რუსეთს 6.57 ქულა აქვს (კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმი), ხოლო აზერბაიჯანს – 6.93 (კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმი).

მასალების გადაბეჭდვის წესი