ახალი ამბები

ანონსი: 4 აპრილი

3 აპრილი, 2017 • 1716
ანონსი: 4 აპრილი

10:30 საქართველოს შს სამინისტროს შენობაში (მის: ნოე რამიშვილის ქუჩა N38), საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ევროპოლის დირექტორი რობ უენრაითი „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას ხელს მოაწერენ. შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას  დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.


 

11:00  საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და ქალაქ თბილისი მერის მოადგილე ნინო ხატისკაცი პროფესიული განათლების ფესტივალს გახსნიან. ფესტივალზე   წარმოდგენილნი იქნებიან საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და სისტემაში ჩართული  საერთაშორისო ორგანიზაციები. ღონისძიებაზე  განხორციელდება ცალკეული აქტივობები – პროფესიულ სტუდენტთა თემატური კონკურსები, ბარმენების შოუ,  ინოვაციური  3D  პრინტერის დახმარებით  ციფრული გამოსახულებების მოდელირება და ასევე, პროფორიენტაციული ხასიათის, პროფესიათა მოსინჯვის აქტივობები ფესტივალის ვიზიტორთათვის.

მისამართი: საგამოფენო ცენტრი „ექსპო-ჯორჯია“/წერეთლის  გამზ. 118


 

12:00 ქუთაისში, სასტუმრო „Best Western Kutaisi” (იოსებ გრიშაშვილის ქუჩა #11). ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო წარმოადგინს კვლევას- „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პოლიტიკური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება“.  


 

12:00 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გორის ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდება და უწყებაში მიმდინარე სიახლეებს გააცნობს.
მისამართი: გორი, სტალინის ქუჩა #16, მერიის შენობა.


 

12:00 ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სწავლების ცენტრის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გახსნის.

მის: ვარდების რევოლუციის მოედანი №1,/სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია თბილისი“


 

12:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი გაუძღვებიან.


 

13:00 საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სახაზინო სამსახურის უფროსი ცოტნე ყავლაშვილი 2017 წლის პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლების მნიშვნელოვანი გადაჭარბებით შესრულების შესახებ ბრიფინგს გამართავს.

მისამართი: ვახტანგ გორგასლის ქუჩა # 16/ფინანსთა სამინისტრო/მე-6 სართული საკონფერენციო დარბაზი


 

15:00 სასტუმრო რედისონში, 15 კვალიფიციური პარტიის, საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია.

თემა: საპრეზიდენტო და საპარლამენტო საარჩევნო სისტემის პრეზენტაცია/ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის პრეზენტაცია.


 18:00  თიბისი არტ გალერეაში ცნობილი ქართველი მხატვრის, უჩა ჯაფარიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ 1926-85 წლებში  შესრულებული 60 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, რომელთა ნაწილი საზოგადოებისთვის დღემდე  უცნობია.  დასწრება თავისუფალია; მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი არტ გალერეა (მე-2 სართული)

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი