ახალი ამბები

მარგველაშვილი: 25 წლის წინ ტრადიცია დავაფუძნეთ, რომ ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს

3 აპრილი, 2017 • 1813
მარგველაშვილი: 25 წლის წინ ტრადიცია დავაფუძნეთ, რომ ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 3 აპრილს, განაცხადა, რომ პრეზიდენტი წარმომადგენლის წარმომადგენლის წარმომადგენელმა კი არა – პირდაპირი წესით უნდა აირჩიონ.

“25 წლის წინ ასეთი ტრადიცია დავაფუძნეთ, რომ ჩვენ ვირჩევთ საქართველოს პრეზიდენტს. თუ ასეთი ტრადიცია არსებობს და თუ ამ ტრადიციას ვცვლით, ამ უფლებას ამომრჩეველს ვართმევ და გადავცემ ვიღაც სხვას, კარგად უნდა ამიხსნათ, რატომ იცვლება ეს და რატომ მიდის სხვა ფორმით. რატომ უნდა შევცვალოთ ეს წესი. ჯერჯერობით ამისთვის არავითარი არგუმენტი არ მოგვისმენია, ჩვენ მოვისმინეთ არაერთი თეორია, რომ დეპუტატებმა უნდა აირჩიონ. მეორე ვერსია, რომ უნდა აირჩიონ დეპუტატებმა, დამატებული თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. მერე კიდევ სხვა ვერსიები, როგორ უნდა აირჩეს, მაგრამ მარტივი კითხვაზე, რატომ უნდა შეცვალო წესი, არავინ არ გაძლევს მარტივ პასუხს. საქართველოში კი არა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დემოკრატიის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გვაქვს მოცემული უფლება, ავირჩიოთ ის ხალხი, ვისაც რაღაც უფლებებს ვაძლევთ. არა ვიღაც ჩვენი წარმომადგნელის წარმომადგენლის წარმომადგენელმა, არა – ჩვენ პირდაპირ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებთან შეხვედრისას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პროექტ “კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი