ქუთაისში 3 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Best Western Kutaisi გაიხსნა

ქუთაისში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნა

დღეს, 3 აპრილს, ქუთაისში სამვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Best Western Kutaisi გაიხსნა.

გახსნის ღონისძიებას პრემიერმინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, შს მინისტრი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარე სასტუმროს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი, ასევე ადაპტირებული ნომერი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვს.

პროექტი საპარტნიორო ფონდმა “კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელთან” პარტნიორობით ააშენა. ღირებულება არის 3 მილიონი აშშ დოლარი, სადაც ფონდის თანამონაწილეობა 1.4 მლნ დოლარია.

“თბილისიდან შესაძლებელი იქნება ქუთაისში სწრაფმავალი მატარებლით ჩამოსვლა. ეს კომფორტის თემაა და კიდევ უფრო განავითარებს ტურიზმს და ქალაქს. კავშირი ქალაქებს შორის გაიზრდება და დატვირთვაც მაღალი იქნება. მთავარია, რაც შეიძლება მეტი პირდაპირი ფრენები გვქონდეს ქუთაისის აეროპორტიდან,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საპარტნიორო ფონდის დირექტორის თქმით, ფონდის სტრატეგიის ნაწილია რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება და კერძო ბიზნესის ხელშეწყობა:

“ქუთაისში მაღალი კლასის სასტუმროებზე მოთხოვნა არსებობს და პირველი ბრენდირებული სასტუმროს გახსნა იმერეთში მოტივაცია უნდა გახდეს სხვა კომპანიებისთვის.”

გიორგი კვირიკაშვილს მედიასთან განცხადება არ გაუკეთებია.

სასტუმროს დეველოპმენტი კომპანია “სიმეტრიამ” განახორციელა, რომელიც პროექტის “12 სასტუმრო 12 რეგიონში” 3 და -ვარსკვლავიანი სასტუმროების აგებას გეგმავს.

Best western Hotels and Resorts საატუმროების უმსხვილესი საერთაშორისო ქსელია და მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 4000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.

ქუთაისში 3 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Best Western Kutaisi გაიხსნა

ქუთაისში 3 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Best Western Kutaisi გაიხსნა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.