ახალი ამბები

ქუთაისში პრეზიდენტის ვიზიტის დროს ინციდენტის მონაწილეები დააკავეს

21 დეკემბერი, 2012 • 873
ქუთაისში პრეზიდენტის ვიზიტის დროს ინციდენტის მონაწილეები დააკავეს

შსს-ს ცნობით, დაკავებულების – გიორგი ბ,  გიორგი ვ,  რაფაელ ლ, შოთა ჟ, თამაზ მ. და ზაზა ა.  სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

 

19 დეკემბერს ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა, რომელიც ჯერ თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა, ხოლო შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს. პარალალურად გაიმართა საპროტესტო აქცია, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეების მხრიდან დეპუტატების შეურაცხყოფას. ასევე, აქციის მონაწილეებმა ქვები ესროლეს პრეზიდენტის ესკორტს. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია.

 

მომხდარის გამოძიება მოითხოვეს შსს-სგან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი