ახალი ამბები

რუსეთმა ქართულ პროდუქტზე ემბარგო ოფიცილურად მოხსნა

21 დეკემბერი, 2012 • • 1588
რუსეთმა ქართულ პროდუქტზე ემბარგო ოფიცილურად მოხსნა

მისი თქმით, დარჩენილია  ტექნიკური პროცედურები, რომლებიც უნდა გაფორმდეს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან. 

დენისოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახური ქართული პროდუქციის დამატებით მონიტორინგის ჩატარებას არ აპირებს: “მე არ ვარ ამ სფეროს სპეციალისტი, მაგრამ არასოდეს მსმენია, რომ რაიმე აუცილებელი კონტროლის დაწესება იყოს საჭირო. საქართველომ ხმა მისცა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ეს ქვეყანა უფრო ადრე გახდა ამ ორგანიზაციის წევრი. ჩვენ პატივს ვცემთ ხელშეკრულებებს და აღებულ ვალდებულებებს.”

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ   მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში აღებული ვალდებულებების სანაცვლოდ ქართულ პროდუქციას  რუსეთის ბაზარზე დაუშვებს.

 

რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გენადი ონიშენკომ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მისი უწყების ექსპერტები საქართველოში ჩავლენ და იმ საწარმოებს მოინახულებენ, რომელთა პროდუქციის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე მოხდება.

 

ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე 2006 წლის შემოდგომაზე აიკრძალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი