evropuli saqartvelo

რატომ ჩანან სამზარეულოში მხოლოდ ქალები “ევროპული საქართველოდან”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა ფეისბუკში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ პარტიის ქალი სახეები სამზარეულოში საკვებს ამზადებენ, ხოლო მათივე კოლეგა მამაკაცები ამ პროცესს აკვირდებიან. არის თუ არა ეს პარტიის მხრიდან სტერეოტიპების წახალისება, რომ კერძების მომზადება და სამზარეულოში საქმიანობა ქალის საქმეა?

ელენე ხოშტარია “ევროპული საქართველოს” ლიდერი ქალებიდან ერთ-ერთია, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ვიდეოში მონაწილეობს. ხოშტარია “ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს, რომ ვიდეო, რომელიც ფეისბუკში “ევროპული საქართველოს” ახალმა წევრმა თამარ კაკაბაძემ გამოაქვეყნა, სპონტანურად იყო გადაღებული და გავრცელებული და ამის გამო ეს საკითხი ვერ გაითვალისწინეს. მისი თქმით, მართალია, გავრცელებულ ვიდეოში მხოლოდ ქალების შრომაა ასახული, თუმცა აქციაში, რომლის ფარგლებში, პარტიის წევრების მიერ მომზადებული საკვები სოციალურად დაუცველებს დაურიგდება, კაცებიც მონაწილეობდნენ და ისინიც არანაკლებ შრომობდნენ:

“მაგაზე ვიფიქრეთ. იქ ბევრი მინუსი გვქონდა, რომ შეხედო. ჯერ ერთი, უფრო მომზადებული უნდა იყო, ხელთათმანებით და ა.შ. პირველი იყო და შეცდომები ამ მხრივ გვქონდა. თავიდანვე ჩვენი იდეა იყო, რომ მხოლოდ ქალებს არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა და, სხვათა შორის, მსურველები არიან ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი კანდელაკი. ერთ-ერთი იყო კაცი კობა, რომელმაც მოამზადა ბრინჯი, უბრალოდ, კადრში არ იყო. ჩვენ სპონტანურად გვქონდა ეს ლაივები, ბავშვები რთავდნენ, როცა უნდოდათ. ჩვენ რომ დაგეგმილი გვქონოდა, ამ მომენტებში ჩავრთოთ – ასე არ იყო. კარგი იქნებოდა და შემდეგში ასე ვიზამთ, რომ პიარის თვალსაზრისით იმ მომენტებსაც გამიზნულად ჩავრთავთ, როცა კაცებიც იქნებიან ჩართულნი, რადგან რეალურად ისინიც შრომობენ. იქ გახეხვაშიც გვეხმარებოდნენ და ა.შ. და შემდეგისთვის ამ ბალანსს უკეთ დავიჭერთ, რადგან გეთანხმებით, ასეთი სახე რომ შეიძინოს, რომ მარტო ქალები ამზადებენ, ძალიან ცუდი იქნება,” – ამბობს ელენე ხოშტარია “ნეტგაზეთთან საუბრისას”.

ირაკლი კიკნაველიძის თქმით, რომელიც ასევე ჩანს გავრცელებულ ვიდეოში, ის ფაქტი, რომ თავად საკვების მომზდებაში არ მონაწილეობდა, სექსისტური სტეროტიპების ბრალი არაა. კიკნაველიძე ამბობს, რომ სამომავლოდ თავადაც ჩაერთვება ამ პროცესში:

“ჩვენ ამაზე გვიფიქრია და დაგეგმილიც გვაქვს, რომ ამ აქციაში ქალებმაც მიიღონ მონაწილეობა და კაცებმაც, უბრალოდ, ეს ლაივ-ვიდეო ძალიან სპონტანური იყო, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე და იქ, უბრალოდ, არ ჩანს, კაცები როგორ ამზადებენ საჭმელს. გუშინელი საჭმლის მომზადებაში კაცებმაც მიიღეს მონაწილეობა. მე იმიტომ არ მივიღე მონაწილეობა, ეს ჩემი მოუხერხებლობისა და ამ საქმეში გაურკვევლობის ბრალია და არა სექსისტური სტერეოტიპების. თუმცა მომავალში აუცილებლად… როგორც იტყვიან, სამზარეულოში მხოლოდ ქალების ადგილი არ არის, კაცების ადგილიცაა ნამდვილად, საპატიო ადგილია თან და მომავალ ვიდეოებში აუცილებლად ნახავთ კაცებსაც, რომლებიც  საკვებს ამზადებენ,” – ამბობს ირაკლი კიკნაველიძე.

დღეს, 3 აპრილს სოციალურ ქსელ "ფესიბუქში" ვიდეო გავრცელდა, სადაც "ევროპული საქართველოს" წევრები საკვებს ამზადებენ. გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც პარტიის ახალი წევრის, თამარ კაკაბაძის გვერდზე გამოქვეყნდა, პარტიის მხოლოდ ქალი სახეები ამზადებდნენ საკვებს. ფოტოზე - ირმა ნადირაშვილი და ელენე ხოშტარია

2 აპრილს “ფესიბუქში” ვიდეო გავრცელდა, სადაც “ევროპული საქართველოს” წევრები საკვებს ამზადებენ. გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც პარტიის ახალი წევრის, თამარ კაკაბაძის გვერდზე გამოქვეყნდა, პარტიის მხოლოდ ქალი სახეები ამზადებდნენ საკვებს. ფოტოზე –
ირმა ნადირაშვილი და ელენე ხოშტარია

დღეს, 3 აპრილს სოციალურ ქსელ "ფესიბუქში" ვიდეო გავრცელდა, სადაც "ევროპული საქართველოს" წევრები საკვებს ამზადებენ. გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც პარტიის ახალი წევრის, თამარ კაკაბაძის გვერდზე გამოქვეყნდა, პარტიის მხოლოდ ქალი სახეები ამზადებდნენ საკვებს. ფოტოზე - ირაკლი კიკნაველიძე

2 აპრილს “ფესიბუქში” ვიდეო გავრცელდა, სადაც “ევროპული საქართველოს” წევრები საკვებს ამზადებენ. გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც პარტიის ახალი წევრის, თამარ კაკაბაძის გვერდზე გამოქვეყნდა, პარტიის მხოლოდ ქალი სახეები ამზადებდნენ საკვებს. ფოტოზე – ირაკლი კიკნაველიძე

დღეს, 3 აპრილს სოციალურ ქსელ "ფესიბუქში" ვიდეო გავრცელდა, სადაც "ევროპული საქართველოს" წევრები საკვებს ამზადებენ. გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც პარტიის ახალი წევრის, თამარ კაკაბაძის გვერდზე გამოქვეყნდა, პარტიის მხოლოდ ქალი სახეები ამზადებდნენ საკვებს. ელენე ხოშტარია

2 აპრილს “ფესიბუქში” ვიდეო გავრცელდა, სადაც “ევროპული საქართველოს” წევრები საკვებს ამზადებენ. გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც პარტიის ახალი წევრის, თამარ კაკაბაძის გვერდზე გამოქვეყნდა, პარტიის მხოლოდ ქალი სახეები ამზადებდნენ საკვებს. ელენე ხოშტარია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი