წინასწარი მონაცემით, სომხეთში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე ბლოკი “წარუკიანია”

წინასწარი მონაცემით, 2017 წლის 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში სომხეთში პირველი ადგილი მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ დაიკავა.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 3 აპრილის დილის მონაცემით, რესპუბლიკურმა პარტიამ ხმების 49,32% დააგროვა. მეორე ადგილზეა ბლოკი “წარუკიანი” 27,67%-ით. ბლოკმა “გამოსავალი” 7,39% დააგროვა, ხოლო პარტიამ “დაშნაკციუტუნი”- 6,74%. დანარჩენმა პარტიებმა, ამ დროის ინფორმაციით, 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს და, შესაბამისად, პარლამენტში ვერ მოხვდებიან. სომხეთის პარლამენტში მოსახვედრად საარჩევნო ბარიერი პოლიტიკური ბლოკებისთვის 7%, ხოლო პარტიებისთვის 5%-ია.

დაახლოებით იგივე შედეგები აჩვენა ეგზიტპოლმაც.

2 აპრილის არჩევნებზე 1 574 947 ამომრჩეველი [60% -ზე მეტი] მივიდა.

მთლიანობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ძალიან დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც მმართველი პარტიის, “რესპუბლიკელების” მხარდამჭერები ან ადგილობრივი ჩინოვნიკები სიტუაციის გაკონტროლებას სხვადასხვა, მათ შორის ძალადობრივი მეთოდებით ცდილობდენ.

არჩევნების საბოლოო შედეგებს სომხეთის საარჩევნო კომისია 2017 წლის 9 აპრილს, არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ გამოაცხადებს, თუმცა წინასწარი შედეგები უკვე დღესვე გახდება ცნობილი.

არჩევნების შედეგები და ის, თუ ვინ მოხვდება პარლამენტში, სომხეთისთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც ახალი საკონსტიტუციო რეფორმით, სომხეთი საპარლამენტო მმართველობაზე გადადის.

სომხეთში 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას მრავალრიცხოვან დარღევებზე საუბრობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური ძალები და ჟურნალისტები.

არჩევნები სომხეთში; ფოტო: არმინე ავეტისიანი/ნეტგაზეთი

არჩევნები სომხეთში; ფოტო: არმინე ავეტისიანი/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი