ახალი ამბები

ტურისტები ინდოეთიდან: სტრიპტიზ-კლუბმა 2 ბოთლ ლუდში 3636 ლარი გადაგვახდევინა

2 აპრილი, 2017 • 6688
ტურისტები ინდოეთიდან: სტრიპტიზ-კლუბმა 2 ბოთლ ლუდში 3636 ლარი გადაგვახდევინა

ტურისტები ინდოეთიდან აცხადებენ, რომ თბილისში მდებარე  სტრიპტიზ- კლუბში “დოლზი” ორი ბოთლი ლუდის სანაცვლოდ 3636 ლარი გადაახდევინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ერთი პირი უკვე დააკავეს.

ერთ-ერთი ტურისტის განცხადებით, სტრიპტიზ -კლუბ “დოლზში” ორი ბოთლი ლუდის სანაცვლოდ 3636 ლარი გადაახდევინეს. მისივე თქმით, ამის გარდა 200 ლარი და 500 არაბული დირჰამი [332 ლარი] წაართვეს:

ლუდის შეკვეთიდან მალევე მიმტანმა შამპანური მოგვიტანა, რაზეც ვუთხარით, რომ ჩვენ არ შეგვიკვეთია. ამ დროს მეორე თანამშრომელი ტელეფონით ვიდეოს გვიღებდა. მაშინვე ანგარიში მოვითხოვეთ. ქვითარზე არსებული თანხა რომ გავაპროტესტეთ, თორმეტმა ადამიანმა შეგვიყვანა განცალკევებულ ოთახში და ჯიბეებიდან პირადი ნივთები ძალით ამოგვალაგებინა. ამას მოჰყვა მუქარა, ძალადობა და თანხის წართმევა. ”

გიდი, რომელმაც ამ ფაქტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები ქვეყნის ტურისტულ იმიჯს აზიანებს:

“ნებისმიერი ტურისტი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, მსგავს რამეს არ ელოდება. ასეთი ფაქტები ძალიან ცუდად აისახება ტურიზმის განვითარებაზე. მე, როგორც ტურიზმის სფეროში მომუშავე, ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოვთქვამ და მინდა, რომ ამის წინააღმდეგ ვინმემ იმოქმედოს. ”

შინაგან საქმეთა სამინსიტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ პოლიცია საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით იძიებს. ამ მუხლის თანახმად,  ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ისჯება სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.    იგივე ქმედება, ჩადენილი  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დაწესებულება ტურისტს თანხას სძალავს. ამჟამად ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბ „ვოგში“ თანხის გამოძალვის და ჯგუფური ძარცვის საქმეს არსებითად ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

ღამის კლუბი „ვოგი“ ამჟამად დალუქულია. დაზარალებული თურქეთის მოქალაქეების თქმით, მათ სარფის საბაჟოზე გაიცნეს გოგონები, რომლებმაც კლუბში მიიყვანეს, შემდეგ კი ხილის ასორტსა და სასმელში 9800 ლარის გადახდა მოსთხოვეს. საქმეში არიან სხვა დაზარალებულებიც, რომლებსაც კლუბიდან გამოსვლამდე ქვითარში გადასახდლი თანხა ჩაუწერეს – 17 500 ლარი. – See

 

მასალების გადაბეჭდვის წესი