ახალი ამბები

გიორგი მამალაძის პირველი მხარდამჭერი აქცია ბათუმში

2 აპრილი, 2017 • 2877
გიორგი მამალაძის პირველი მხარდამჭერი აქცია ბათუმში

ამ წუთებში [14:20] ბათუმში, ბარბარეს სახელობის ეკლესიის მიმდებარე სკვერში დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციაზე არ ისმის მიმართვის ტექსტები.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, გიგა მოწყობილი აცხადებს, რომ საქმის სირთულიდან გამომდინარე ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და აუცილებლად გაგრძელდება.

„დღეს შევიკრიბეთ ნიშნად სოლიდარობისა მამა გიორგის მეგობრები, მრევლი, ნათესავები და მხარდაჭერას ვუცხადებთ დაკავებულ დეკანოზს… ამ უსამართლობასთან ბრძოლაში მამა გიორგი არ იქნება მარტო. მინდა, რომ ის ილუზიები გავაქარწყლოთ, რაც საზოგადოებაში სუფევს, რომ თითქოს მამა გიორგი არის ამ უსამართლობასთან ბრძოლაში მარტო.

რაც შეეხება გამოძიებას, გარკვეული ეჭვები გამოძიებასთან მიმართებაში ოჯახის წევრებს და მის მეგობრებს გაგვაჩნია“.

აქციაზე არერთი სასულიერო პირი არ იმყოფება. გიორგი მამალაძე წლების განმავლობაში სწორედ ბათუმში ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო.

17777060_1492558494102358_1203644106_o


პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ის ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი