ახალი ამბები

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსის მძღოლების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს

2 აპრილი, 2017 • 1842
რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსის მძღოლების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს

თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ და  დღიური მოსაკრებლის 10 ლარით გაზრდას აპროტესტებენ.

მძღოლები მათი დამქირავებელი კომპანიის, “ინტერტრანსის” დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ.

“ჯერჯერობით არ მოხერხდა შეხვედრა. დღიური გადასახადი გაიზარდა. დღეში 10 ლარი, თვეში 300 ლარი გამოდის. ყველას ოჯახი გვაქვს, ზოგს ბანკის ვალი აქვს, ზოგს სხვა ვალდებულება,” – განუცხადა გიორგი გუმბერიძემ “რუსთავი 2”-ს.

კიდევ ერთი მძღოლის, ზვიად გოგოლაძის თქმით, საწვავი ისედაც გაძვირებულია და ამ ფონზე მძღოლებისთვის მოსაკრებლის გაზრდა მძღოლებს მძიმე ტვირთად დააწვება:

“საწვავიც გაძვირებულია და ავტომობილის სავალი ნაწილებიც. ახლა ეს გაზრდილი ხარჯიც გვემატება და ვეღარ ვუძლებთ, გაუსაძლილი ხდება ეს ყველაფერი და ყველა ჩვენგანს ზურგზე აწვება ეს გაჭირვება. ”

კომპანია ინტერტრანსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფო ცერცვაძის თქმით,

“მგზავრთა სიმცირის გამო, ბოლო ოთხი თვის განამლობაში მძღოლები შემცირებულ გადასახადს იხდიდნენ. მძღოლებმა თვითნებურად გადაწყვიტეს, რომ ეს თანხა არ გადაეხადათ. კომპანიამ სიტყვიერად რამდენჯერმე გააფრთხილა ისინი, გადასახადი გადაეხადათ, თუმცა უშედეგოდ და კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ხაზზე რამდენიმე მიკროავტობუსის გაჩერების შესახებ. არცერთი მძღოლი არის გათავისუფლებული და დიალოგისთვის მზად ვართ.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი