ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

2 აპრილი, 2017 • 1815
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 2017 წლის 2 აპრილს სომხეთში ახალი პარლამენტის წევრებს ირჩევენ.

საარჩევნო სიაში თითქმის 2 მილიონ 600 ათასი ამომრჩეველია დარეგისტრირებული. სომხეთის მასშტაბით, მთლიანობაში 2009 საარჩევნო უბანი გახსნილი.

არჩევნების საბოლოო შედეგებს სომხეთის საარჩევნო კომისია 2017 წლის 9 აპრილს, არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ გამოაცხადებს, თუმცა, წინასწარი შედეგები უკვე დღესვე იქნება ცნობილი.

არჩევნების შედეგები და ის, თუ ვინ მოხვდება პარლამენტში, სომხეთისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რამდენადაც ახალი საკონსტიტუციო რეფორმით, სომხეთი საპარლამენტო მმართველობაზე გადადის. მთლიანობაში არჩევნებში 9 პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობს. ბიზნესმენისა და ქველმოქმედის გაგიკ წარუკიანის პოლიტიკური ბლოკი სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვებით, ლიდერ პოზიციაზეა.

წინასაარჩევნო ბრძოლა მწვავე იყო – ამ დრომდე ათამდე  ადამიანია დაჭრილი პოლიტიკური დაპირისპირების ნიადაგზე. ამ ხნის განმავლობაში აქტუალური იყო წინასაარჩევნო ქრთმების თემაც –  საზოგადოებრივმა ორგანიზაცია “ინფორმირებულ მოქალქეთა კავშირმა” 114 ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც სკოლების ხელმძღვანელები ყვებიან, თუ როგორ ამუშავებდნენ მმართველი რესპუბლიკური პარტიის სასარგებლოდ და აშინებდნენ, რომ ხმა სწორედ მათთვის მიეცათ.

სომხეთი, ერევანი; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

სომხეთი, ერევანი; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი/2016

მასალების გადაბეჭდვის წესი