5114

შსს-მ ტყიბულში მეშახტის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტყიბულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ჯ. დააკავეს.

სამინისტროს განცხადებით, დაკავებული აღიარებს  დანაშაულს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 მარტს ქ. ტყიბულში, ე.წ. მინდელის სახელობის შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, პისტოლეტიდან ორი გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1969 წელს დაბადებულ შ.მ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დ.ჯ. მომხდარიდან მესამე დღეს ტყიბულში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო,” – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით,  საქართველოს სსკ-ს 108-ე მულით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.