ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: საერთო სასამართლოების შესახებ კანონს ვეტოს დავადებ

20 დეკემბერი, 2012 • • 958
მიხეილ სააკაშვილი: საერთო სასამართლოების შესახებ კანონს ვეტოს დავადებ

მისი თქმით, სასამართლო სისტემაში კორუფცია აღარ იყო, თუმცა დამოუკიდებლობის ხარისხის პრობლემა სასამართლოს ჰქონდა:

 

“მაგრამ ინსტიტუციურად ჩვენ შევქმენით გარანტიები, რომ ეს ხალხი დამოუკიდებელი ყოფილიყო. იუსტიციის საბჭოს ირჩევენ თვითონ. მე გადავდექი იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეობიდან. მათ ჰქონდათ მაღალი თანამდებობები. აქვთ მაღალი ხელფასები. მათ ჰქონდათ სხვა საერთაშორისო გარანტიები იმისა, რომ, თუ მოინდომებდნენ, ყოფილიყვნენ დამოუკიდებელნი.”

 

სააკაშვილის განმარტებით, დღეს სასამართლოს ართმევენ დამოუკიდებლობის ყველა ატრიბუტს:

 

“ეხლა არის საერთო სასამართლოების შესახებ კანონი შეტანილი, რომლის თანახმადაც იუსტიციის საბჭო და სასამართლო ხელისუფლება მთლიანად მოექცევა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. ფორმალურადაც, ჩვენ უნდა გვესმოდეს რაზეა საუბარი. საუბარია იმაზე, რომ რომც მოინდომონ მათ წინააღმდეგობის გაწევა პროკურატურისადმი, პრემიერ-მინისტრისადმი, იუსტიციის სამინისტროსადმი, ამის ფორმალური საშუალებაც აღარ ექნებათ.”

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვენეციიის კომისიამ მოითხოვა ამ კანონპროექტის განხილვის გადადება:

 

“მაგრამ თუ კანონპროექტი დარჩება დღევანდელი სახით, მე გამოვიყენებ პრეზიდენტის ვეტოს უფლებას და ამ კანონპროექტს დავადებ ვეტოს. იმიტომ, რომ ეს იქნება დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტის დასამარება ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს რეალობაში. მაშინ უკვე მოქალაქეებს აღარაფრის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი