ახალი ამბები

პარლამენტმა ბიუჯეტი დაამტკიცა

20 დეკემბერი, 2012 • • 4389
პარლამენტმა ბიუჯეტი დაამტკიცა

2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საფინანსო რესურსი 8 748.5 მლნ ლარით განისაზღვრება, რომელიც 2012 წელთან შედარებით 628,5 მლნ ლარით მეტია. ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტით, ახალი მთავრობის პრიორიტეტული სფეროების – ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების დაფინანსება იზრდება, ხოლო შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დაფინანსება 15,2 მლნ და 30 მლნ ლარით მცირდება.

 

„ესაა სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი, სადაც გაორმაგებულია ჯანდაცვის ხარჯები, მომავალ წელს საქართველოს ყველა მოქალაქე იქნება დაზღვეული, გაიზრდება პენსიები და მიაღწევს 150-ლარიან ნიშნულს, სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული ინვესტიციებია გათვალისწინებული სოფლის მეურნეობისთვის, გაიზრდება განათლების დაფინანსება, პრაქტიკულად გაორმაგდება ლტოლვილთა სამინისტროს ხარჯები. მოხდება დაახლოებით 100 მილიონი ლარის ღირებულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ამავე დროს, შემცირდება ძალოვანი სამინისტროების დაფინანსება, შემცირდება ასევე ფინანსთა სამინისტროს, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის აპარატების დაფინანსება,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი