ახალი ამბები

რჩეულიშვილების ადვოკატის და სასამართლოს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

31 მარტი, 2017 • 2448
რჩეულიშვილების ადვოკატის და სასამართლოს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, „ცენტრ-პოინტი“ ჯგუფის ქონებას სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ყადაღა მოეხსნა. მაგრამ რჩეულიშვილის ადვოკატის ამბობს, ყადაღა მხოლოდ ერთ ნაკვეთს მოეხსნა, რომელსაც პროკურატურა აუქციონზე გაყიდის.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ სასამართლოს დღევანდელი განაჩენით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ყადაღა მოეხსნა ყველა დაყადაღებულ ქონებას,” – აცხადებენ სასამართლოში.

თუმცა რჩეულიშვილებსი ადვოკატი მარი ცუცქირიძე აცხადებს, რომ ყადაღა მხოლოდ ერთ მიწის ნაკვეთს მოეხსნა და დანარჩენ უძრავ ქონებაზე ყადაღა ძალაში რჩება. განცხადება ადვოკატმა ამის შესახებ გადაცემა “რეაქციაში” გააკეთა. ცუცქირიძის თქმით:

“ეს განცხადება ან არის შეცდომით გავრცელებული, ან არ ვიცი რას ემსახურება. რეალურად ყადაღა მოეხსნა მხოლოდ ერთ მიწის ნაკვეთს. ეს არის ის მიწის ნაკვეთი, რომელიც იყო გირაოში ჩადებული 250 000 ლარად. რეალურად ამ ქონების ღირებულება არის დაახლოებით მილიონი ლარი. პროკურატურამ განმარტა, რომ ეს ქონება გაიყიება აუქციონზე და აუქციონიდან შემოსული თანხა პირდაპირ შევა ბიუჯეტში,” – აცხადებს ცუცქირიძე.

ცუცქირიძე ასევე უარყოფს პროკურატურის ინფორმაციას, თითქოს ისინი არ დათახმდნენ საპროცესო გარიგებას. ის ამბობს, რომ ისინი თავად იყვნენ საპროცესო გარიგების ინიციატორები.

“ჩვენ ვთხოვდით, მათ რომ ობიექტებს ეტაპობრივად მოხსნოდათ ყადაღა. იყვნენ მომგებიანი ინვესტორები, რომლებიც სერიოზულ თანხას იხდიდნენ რეალიზაციის შედეგად და ვაძლევდით გეგმას, თუ შემოსული თანხა რომელ ობიექტებს რა დოზით მოხმარდებოდა. ეტაპობრივად დავასურლებდით მშენებლობებს,” – აცხადებს ადვოკატი.

პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ ისინი 4 წლის მანძილზე, სასამართლო განხილვების დროს სთავაზობდნენ “ცენტრ პოინტს” საპროცესო შეთანხმებას.

დღეს, “ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებული რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. კერვალიშვილის და მისი დის მაია რჩეულეშვილის მიმართ სასამართლომ გამატყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი