ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსულ-ოსური ჯარების გაერთიანების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

31 მარტი, 2017 • 1969
რუსულ-ოსური ჯარების გაერთიანების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

დღეს, 31 მარტს მოსკოვში რუსულმა და ოსურმა მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. პირველი დოკუმენტი რუსეთის გაერთიანებულ ძალებში სამხრეთ ოსეთის რიგი სამხედრო დანაყოფების შესვლის საკითხს, მეორე კი – თავდაცვის სფეროში ფედერალური სამსახურების საქმიანობას შეეხება.

“რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობას, როგორც ადრე, დღესაც განვიხილავთ, კავკასიაში სტაბილიზაციის ერთ-ერთ ფაქტორად”, – ამბობს რუსეთის ფედერაციის თაცდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელმაც ხელი მოაწერა დოკუმენტებს.

ოსური მხრიდან შეთანხმებას ხელი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა იბრაგიმ გასსეევმა მოაწერა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეთა რუსეთის ფედერაციის შეირაღებულ ძალებში მიღებას ითვალისწინებს. ოფიციალური ინფორმაციით, შეთანხმების შესაბამისად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში 150 ოსი სამხედრო მოსამსახურე გადავა.

“შეთანხმების რეალიზაცია ხელს შეუწყობს სამხრეთ ოსეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები გააგრძელებენ რესპუბლიკის ტერიტორიაზე მსახურება, მაგრმა უკვე რუსეთის თავდაცვის მეოთხე სამხედრო ბაზის შემადგენლობაში”, – აცხადებს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი.

რუსეთის მთავრობამ, რუსეთის გაერთიანებულ ძალებში სამხრეთ ოსეთის რიგი სამხედრო დანაყოფების შესვლის საკითხზე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან შეთანხმების პროექტი მიმდინარე თვის დასაწყისში დაამტკიცა.  ამ საკითხზე როგორც ქართულმა მხარემ, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის აშშ-ს საელჩომ საქართველოში, განცხადებები გააკეთეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება, რუსეთის გაერთიანებულ ძალებში სამხრეთ ოსეთის რიგი სამხედრო დანაყოფების შესვლის საკითხზე აცხადებს, რომ ამ თემამ ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეებში, თითქოს ის “საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას” არღვევს და “რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციის” საფრთხეს წარმოადგენს”. საქართველოს ხელმძღვანელობა, როგორც ფე დაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ცდილობს გაბეროს “რუსული საფრთხე” საკუთარი კონფრონტაციული პოლიტიკის შესანიღბად. რეგიონში რეალური დესტაბილიზაციის ფაქტორი კი, როგორც განცხადებაში წერია, საქართველო- NATO-ს თანამშრომლობაა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი