ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი გვარამიას დაკავებაზე

20 დეკემბერი, 2012 • 918
აშშ-ის ელჩი გვარამიას დაკავებაზე

ელჩის განცხადებით, როდესაც ხდება სატელევიზიო კომპანიის დირექტორის დაკავება, კითხვები, ბუნებრივია, ჩნდება.

 

“ბუნებრივია, იბადება კითხვები, ხომ არ აქვს ადგილი პრესის თავისუფლების შეზღუდვას, იმ პრინციპის, რომლის ერთგულია ამერიკის შეერთებული შტატები. მეორე მხირვ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ფაქტს საერთო არ აქვს მის სატელევიზიო საქმიანობასთან და უკავშირდება ფინანსურ საქმიანობას კერძო სექტორში. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი წარიმართოს კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი პრინციპების დაცვით,”- განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. 

 

აშშ-ის ელჩმა აღნიშნული კომენტარი სასჯელაღსრულების სამინისტროში მინისტრთან, სოზარ სუბართან, დახურული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

  

მასალების გადაბეჭდვის წესი