ახალი ამბები

სახალხო დამცველი ქუთაისში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას მოითხოვს

20 დეკემბერი, 2012 • 870
სახალხო დამცველი ქუთაისში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას მოითხოვს

“მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებს და საქართველოს პრეზიდენტს შენობის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და დეპუტატების ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობას. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ, მათ სიტუაციის განმუხტვა ვერ შეძლეს”, – ნათქვამია ომბუდმენის განცხადებაში.  

 

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქუთაისში გუშინ მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით (ხულიგნობა). 

 

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნულ ფაქტს და იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გატარდება სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები აღნიშნულ ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი