ახალი ამბები

წმინდა სინოდი კრებაზე განხილულ საკითხებს ტრაპეზის შემდეგ გაასაჯაროებს

20 დეკემბერი, 2012 • 925
წმინდა სინოდი კრებაზე განხილულ საკითხებს ტრაპეზის შემდეგ გაასაჯაროებს

როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურში აცხადებენ, ამჟამად საპატრიარქოში ტრაპეზი მიმდინარეობს, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებს უფრო კონკრეტულ ინფორმაციას მიაწვდიან იმის შესახებ, თუ რა თემებზე ისაუბრეს წმინდა სინოდის წევრებმა კრებაზე. 

 

ამ დროისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და 2 ნოემბერი მისი ხსენების დღედ გამოაცხადა. 

 

საპატრიარქოში წმინდა სინოდის კრება, 12 საათზე დაიწყო და დაახლოებით, ნახევარი საათის წინ დასრულდა. 

 

წმინდა სინოდი ბოლოს მიმდინარე წლის ზაფხულში სხვადასხვა საკითხზე სამსჯელოდ შეიკრიბა. ერთ-ერთი განსახლველი საკითხი ID ბარათების აღება იყო. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი