ახალი ამბები

ირმა ნადირაშვილი: ეს არის ჯვაროსნული ლაშქრობა დემოკრატიაზე

20 დეკემბერი, 2012 • 990
ირმა ნადირაშვილი: ეს არის ჯვაროსნული ლაშქრობა დემოკრატიაზე

“ეს არის ჯვაროსნული ლაშრობა დემოკრატიაზე, ეს არის არა მხოლოდ ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე, არამედ არის იმის დასაწყისი, რომ პრემიერ მინისტრი ივანიშვილი იწყებს გადამწყვეტ ბრძოლას დემოკრატიის წინააღმდეგ. ამ ქვეყანში დემოკრატიციას ჰყავს თვისი დამცველები და ივანიშივლს არ შეუძლია გააკეთოს ის, რაც თვითონ უნდა,”- აცხადებს ნადირაშვილი. 

 

მისივე თქმით, მან უკვე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, რათა მიეცეს საშუალება შეხვდეს დაკავებულ ნიკა გვარიამიას, რომელიც პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება. ნადირაშვილის განმარტებით, მას ნიკა გვარამიას ადვოკატისგან აქვს ინფორმაცია, რომ ის სამართალდამცავთა მიერ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

 

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის ხელძღვანელის, ნიკა გვარამიას გუშინდელ დაპატიმრებას თბილისის მთავარ სამმართველოსთან უმცირესობის წარმომადგენლები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და მოქალაქეები აპროტესტებენ.

 

შეკრებილთა თქმით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება თავისუფალ მედიაზე ზეწოლას ნიშნავს და დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ანგარიშსწორება. 

 

ნიკა გვარამიასთან ერთად, გუშინვე დააკავეს- კახა დამენია, ალექსანდრე ხეთაგური და დევი კანდელაკი. 

 

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე  მუხლის მეორე და მე-3 ნაწილებით (ქრთამის აღება), 339-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის მიცემა), 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებაგასაღება ან გამოყენება), 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებაგასაღება  ანგამოყენება) და 193 მუხლით (ცრუ მეწარმეობა).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი