ახალი ამბები

სააკაშვილი: ოროსნების დიდ ბრიგადასთან გვაქვს საქმე, მნგრეველებთან

20 დეკემბერი, 2012 • • 1487
სააკაშვილი: ოროსნების დიდ ბრიგადასთან გვაქვს საქმე, მნგრეველებთან

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ თურმე მე იმიტომ გამოვდივარ და ვლაპარაკობ, რომ აგარაკების მშენებლობა შემიჩერეს. ის ამ განცხადებას აკეთებს, თქვენს მიერ და ჩემს მიერ აშენებული, გაზიზინებული გორის ბაზის ტერიტორიაზე. ყველა ესენი გამოდიან და ლაპარაკობენ ჩვენს მიერ აგებულ შენობებთან. პოლიცია იყო  ჩაოხრებულ შენობებში, ხომ გახსოვთ, სადაც ერთადერთი დენის წყარო იყო ტელეფონი, რომელსაც ხალხს უერთებდნენ. ახლა გამოდიან და ლაპარაკობენ ჩვენს აგარაკებზე. სინდისიც ხომ კარგი საქონელია.”

მიხეილ საალაშვილი/ფოტო: მანანა ქველიაშვილი
მიხეილ საალაშვილი/ფოტო: მანანა ქველიაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი მთავრობის საქმიანობის დროს 11–ჯერ გაიზარდა საქართველოს ბიუჯეტი:

 

“ეს როგორ ხდება? მათემატიკაში ბევრი მათგანი მოიკოჭლებს, ოროსნების დიდ ბრიგადასთან გვაქვს საქმე, მნგრეველებთან.  როგორ ხდება ეს? 11-ჯერ ბიუჯეტი გავზარდეთ, ამდენი რაღაცა ავაშენეთ, თან ჩვენი აგარაკებიც მოვიწყვეთ და პირადი ცხოვრება? ადრე რატომ არ ხერხდებოდა? არ ვიცი, ასეთი განტოლებები და ასეთი მათემატიკა. ყველაფერი პირიქით გადმოტრიალდა და მე ამის შესახებ ჩვენ ხალხს ვეუბნებოდი არჩევნების წინ. ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი იყო ბუნებრივად გარანტირებული. ის, რომ ბავშვის  გაშვება შეიძლება ქუჩაში, გარანტირებული იყო, რომ ხელფასები და პენსიები იზრდება, გარანტირებული იყო, რომ ინფრასტრუქტურა ვითარდება და ახალი ქალაქები შენდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეუბნებოდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩვენ შეიძლება გვგონია, რომ ეს ყველაფერი გარანტირებულია. ეხლაც ჰგონიათ, რომ ვიღაცა მოვა და დამატებით რაღაცას უფასოდ მოგვცემს. ეს ინსტიტუტები, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკპობთ, არის დიდი შრომის შედეგად  მოპოვებული.”

 

მიხეილ სააკაშვილმა ივანიშვილის მთავრობის წევრები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ შევარდნაძის დროის ჩინოვნიკები ხელისუფლებაში დაბრუნდნენ:

 

“კოლექტიური ნაცვლიშვილები, ახვლედიანები, თამაზაშვილები.  ნაცვლიშვილი, რომელიც პროკურატურაშია, ვარდების რევოლუციის დროს, როცა ჩვენ შევედით პარლამენტში, იყო შევარდნაძის მარჯვენა ხელი. პარლამენტის ფოიეში იდგა და ზლუქუნებდა, რომ ცხოვრება დაენგრა და მისი კორუფციული სამყარი დაინგრა. ეს ხალხი დაბრუნდა.”

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ ხალხს აქვს გეგმაში სახელმწიფო ინსტიტუტების დაშლა:

 

“ნაციონალური მოძრაობის” დროს ხომ იჭერდნენ ხალხს. შეხედეთ ციფრებს, საქართველო პატარა ქვეყანაა. ამ რაოდენობის დაპატიმრებული ადამინები პროცენტულად სხვა ეპოქებშიც არ ყოფილა ბოლო ათწლეულებში, როცა საქართველო არ იყო დამოუკიდებელი”.

 

მისი თქმით, კორუმპირებული ჩინოვნიკი ზის კაბინეტში და იჭერს:

 

“ამას უკვე მოჰყვა  შედეგები. რუსთავის გაჩერებული გზა, პარკი, სპორტის სასახლე. სოციალური მოტივებით მოსულმა ხელისუფლებამ აჭარაში ყველა სოციალური პროექტი შეაჩერა. აჭარაზე არის განსაკუთრებული შურისძიება და ზეწოლა. გამოიტანეს დასკვნა, რომ “ანბანის კოშკი” უნდა დაიშალოს და უნივერსიტეტის  შენობა უნდა დაინგრეს. ეს ხალხი აქამდე სად იყო? პარალელურ სამყაროში ცხოვრობდა და საერთოდ რა ფასეულობებით სუნთქავს?”

 

მიხეილ სააკაშვილი ალექსანდრე ხეთაგურის დაპატიმრებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შევარდნაძის ენერგომაფიის დამმარცხებელი ციხეში არ უნდა იჯდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი