ახალი ამბები

მერაბიშვილი: შეჩვეული ვარ, რომ ტელეფონში სერიოზულ თემებზე არ ვისაუბრო

20 დეკემბერი, 2012 • • 1161
მერაბიშვილი: შეჩვეული ვარ, რომ ტელეფონში სერიოზულ თემებზე არ ვისაუბრო

“ეს არის გაუგონარი ფაქტი, რომელიც ნიშნავს თავისუფალ მედიაზე ზეწოლას, ტელევიზიის გენერალური დირექტორის დაკავება არ მომხდარა თვით რუსეთშიც კი.”

 

მერაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ გააკეთა დეკლარირება, რომ ვერ ახერხებს ვერც ერთი სოციალური დაპირების შესრულებას: “არ არსებობს არც ერთი დაწესებულება, რომელიც არ ექვემდებარება ივანიშვილის დიქტატს. არ უნდა არსებობდეს თავისუფალი სასამართლო, რომელსაც ის ვერ აკონტროლებს. ასევე არ უნდა არსებობდეს თავისუფალი ოპოზიცია.”

 

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” მუშაობის სხვა რეჟიმზე გადადის, პარტიის მიზანია არ დაუშვას დემოკრატიის შეზღუდვა და და დამარცხება:

 

“ალექსანდრე ხეთაგური არის ადამიანი, რომელმაც შევარდნაძის ენერგომაფია დაამარცხა და საქართველო აქცია სტაბილურ და განათებულ ქვეყანად. მისი სასაცილო ბრალდება ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება არის ისტერიკაში და ის ცდილობს, რომ ყოველივე, რაც არის ალტერნატიული, რასაც ივანიშვილი ვერ აკონტროლებს, გააკონტროლოს.”

 

ვანო მერაბიშვილი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების ფაქტსაც გამოეხმაურა:

 

“ვერ გავიგე, რატომ გამოქვეყნდა ჩემი ჩანაწერი? ჩემი ჩანაწერი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ვერსიას, რომელიც გამოქვეყნდა. ჩემი საუბარი მხოლოდ ერთი მიზეზის გამო გამოაქვეყნეს, ამით გვითხრეს, რომ ჩვენ გაკონტროლებთ, გისმენთ და მათ უნდათ ჩვენი დაშინება. მინდა მათ ვუთხრა, რომ წლების განმავლობაში ჩემი არაერთი სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, როცა მე ვიმყოფებოდი რუსეთში. შეჩვეული ვარ, რომ ტელეფონში სერიოზულ თემებზე არ ვისაუბრო. აქედან გამომდინარე, მე აღარ ვარ სახელმწიფო მოხელე და რასაც ჩუმად ჩემს მეგობრებთან ვლაპარაკობ, ცოტა ხანში ამას პრესკონფერენციაზე ვაცხადებ. არაფერი არ მაქვს დამალული. არ მეშინია, მათ შეუძლიათ თვისუფლად მომისმინონ. ეს იყო დეკლარირება იმისი, რომ ჩვენ გვისმენენ.”

 

რაც შეეხება მერაბიშვილის პროკურატურაში დაბარების პროცესს, ნაცმოძრაობის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ამ ფაქტს ირონიულად უყურებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი