ახალი ამბები

გედევან ფოფხაძე: ნიკა გვარამიას პატიოსნებაში ეჭვი არ მეპარება

19 დეკემბერი, 2012 • 1534
გედევან ფოფხაძე: ნიკა გვარამიას პატიოსნებაში ეჭვი არ მეპარება

“ნიკა გვარამია ჩემი მეგობარია. მიმაჩნია, რომ მისი დაკავების საჭიროება არ იყო, ვინაიდან ეს ადამიანი არავის გაურბოდა და ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად იყო. მისი ბრალეულობა რომ დავიჯერო ძალიან სერიოზული არგუმენტები მჭირდება. მგონი მაქვს უფლება მოვითხოვო უფრო მეტი სიცხადე. რამდენადაც ნიკას ვიცნობთ, მისი პროფესიონალიზმი საეჭვო არავისთვის არ უნდა იყოს. ნიკას თავდებად დავუდგები ყველაფერში. შეიძლება განსხვავებული აზრები გვქონდეს, მაგრამ მის პატიოსნებაში ეჭვი არ მეპარება. ეს ყველაზე ცუდი ნიკოლოზობაა ჩემს ცხოვრებაში”, – წერს დეპუტატი “ფეისბუქზე”.

 

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს.


მასალების გადაბეჭდვის წესი