ახალი ამბები

ახალი მთავრობიდან პირველი ფარულ ჩანაწერს ხადურის უწყება აქვეყნებს

20 დეკემბერი, 2012 • • 1692
ახალი მთავრობიდან პირველი ფარულ ჩანაწერს ხადურის უწყება აქვეყნებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქვეყნებს ორ დოკუმენტს, რომლითაც სასამართლო აკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობას, რომ ნება დაერთოთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს განახორციელონ ნემსიწვერიძისა და  დამენიას ტელეფონების მოსმენები 2012 წლის 10 ნოემბრიდან 2013 წლის 13 იანვრამდე პერიოდში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფარული სატელეფონო საუბრები ვებ-გვერდზე დღეს საღამოს გამოაქვეყნა, თუმცა მანამდე  ეს მასალა პრემიერის მეუღლის ტელეკომპანია “მე-9 არხმა” გაავრცელა.

ეს პირველი ფარული სატელეფონო საუბრებია, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში გავრცელდა.

პირველი ფარული ჩანაწერი, გიორგი ნემსიწვერიძის და ნიკა გვარამიას დიალოგს ასახავს:

გიორგი ნემსიწვერიძე: ხო

ნიკა გვარამია: სადაც დადიხარ ახმეტელზე სამუშაოდ, იქ არის დოკუმენტები, გული, რომ გადამიქანე, მძინარეს, ხო იყავი იმ დღეს,  ჭავჭავაძის 33 ა–ში დამენიას ოფისში?

გიორგი ნემსიწვერიძე: ააა, იქა?

ნიკა გვარამია: ვინც შენი კონტრაქტორია, გული გადამიქანე კაცო, ვერ გავიგე რას მეუბნებოდი, ახლა გავიღვიძე. სუბკონტრაქტორი ვინც გყავს დაქირავებული, შენ ვინც გიკეთებს მაგ სამუშაოს, რა მოგივიდა. 

მეორე ფარულ ჩანაწერში კახა დამენიასა და ვანო მერაბიშვილის საუბარია:

კახა დამენია: ჩემ სეიფში იყო ის თანხა, ის 400 კი არა მილიონ 100 რაღაცაა. 

ვანო მერაბიშვილი: მერე წაიღე? 

კახა დამენია: ის ხო, ის რაც იყო, კომპანიის ვარიანტში. 

ვანო მერაბიშვილი: ხოდა, კომპანიის არ უნდა დააბრუნონ ესაც?

კახა დამენია: ეგ ხო, როგორც თქვეს, გამოძიების ბოლომდე არ დავაბრუნებთო. 

ვანო მერაბიშვილი: იყოს რა, რაც უფრო გვიან დააბრუნებ უფრო კაი არ არი? მერე ხო იცი ტკბილად შეგვრჩება. 

კახა დამენია: იქედან, ხო იცი, იქედან დასაბრუნებელია თელასზე.

ვანო მერაბიშვილი: დასაბრუნებელია?

კახა დამენია: ხო, თელასზე დასაბრუნებელია.

ვანო მერაბიშვილი: საქმე ხო გაუკეთე თელასს და  რა პრობლემაა?

კახა დამენია: არაა, მაგი ხო 4 კომპანიის კონტრაქტი იყო, თელასი იყო, ხრამები და მტკვარი, თელასი არაა კაკრაზ. თელასში ხო სექტემბერში საგადასახადო შევიდა და მაგიტო შეჩერდა მაგის ისა, ეგ ისედაც დასაბრუნებელია და ასედაც პრინციპში. 

ვანო მერაბიშვილი: თელასს რად უნდა ფული, იმდენი ფული აქვს, კაცო. 

კახა დამენია: თუ დაგვიტოვებს, დაგვიტოვოს, მაგრამ არა მგონია.

ვანო მერაბიშვილი: სხვა, როგორ ხარ?

კახა დამენია: რავი კარგად, კარგად, შენ რას შვები?

ვანო მერაბიშვილი: მე კარგად ვარ, ტელევზიაში მოვედი ახლა.  

კახა დამენია: “პოსტკრიპტუმს” ვუყურებდი და გნახე.

ვანო მერაბიშვილი: სანამ დამიჭერენ, ვივლი ტელევიზიებში, ალბათ. 

მესამე ფარულ ჩანაწერში ალექსანდრე ხეთაგური ესაუბრება დევი კანდელაკს:

დევი კანდელაკი: ალო.
 
ალექსანდრე ხეთაგური: როგორ ხარ, პატივცემულო?
 
დევი კანდელაკი: რავი, ნიჩევო, ვზივარ, შენა?
 
ალექსანდრე ხეთაგური: რავი აბა, დაიწყე უკვე?
 
დევი კანდელაკი: ნუ ხო რაღაც თემებს გავდივარ
 
ალექსანდრე ხეთაგური: „იასნა“ ამ დამენიას კომპანიაზე, თუ იმაზე რამე წერილი და რამე ხო არ გაქ?
 
დევი კანდელაკი: კი, ეხლა.
 
ალექსანდრე ხეთაგური: და პასუხი? იმიტომ რომ… 
 
დევი კანდელაკი: ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გაცდეს რა, მოაწერენ ხელს და გაუშვებენ რა.
 
ალექსანდრე ხეთაგური: ხო, მართალი გითხრა, რა აზრი აქ, გამაგებინე უკვე.
 
დევი კანდელაკი: არავითარი.
 
ალექსანდრე ხეთაგური: მთელი ამბავი, შემოწმება შემოწმებაზე არის შესული და ახლა კიდევ საგადასახადო რისკები ამოწმებენ, გინდა ესენი უკვე რა აზრი აქ ხო?
 
დევი კანდელაკი: არა, ხო რა აზრი აქ, ამიტო თანხა დააბრუნონ
 
ალექსანდრე ხეთაგური: ამასაც უნდა, ესეც ეგრე ფიქრობს, და რაც უფრო მალე გადაწყდება, მაშინ მით უფრო უკეთესი არის, იმიტო რო
 
დევი კანდელაკი: აი, დღეს რა, დღევანდელი რიცხვით წავა.
 
ალექსანდრე ხეთაგური: რაღაც უაზროდ იმასშვებიან, სანამდე უნდა გაგრძელდეს მაღთლა და მართლა, ის ხო არ არი.
 
დევი კანდელაკი: ხარაშო, მშვიდობაა ხო დანარჩენი?

ალექსანდრე ხეთაგური: მე ვიცი, რო შემოთავაზება გაკეთებული აქვს, მითხრა კახამ. 

დევი კანდელაკი: კი, კი, ეხლა ველაპარაკებოდი კაკრაზ ხალხს და ნუ იძახიან, რა აზრი აქო, დააბრუნე თანხა და იმას ქნანო, მშვიდობაა დანარჩენი?

 
ალექსანდრე ხეთაგური: მშვიდობაა კი, კი, რატო არ უნდა იყოს? იმას ქენი რა, გაუშვი იმასთან და თუ ის არი.
 
დევი კანდელაკი: მიტუშინი ჩამოსულა და ზუსტად მაგაზე უნდა გასაუბრებაო
 
ალექსანდრე ხეთაგური: მე არ მინდა მიტუშინთან გასაუბრება.
 
დევი კანდელაკი: ხალხს უნდა გასაუბრება, მოსაზრება არი ისეთი, დღეს რომც გააკეთონ, არაფერში გვჭირდება და დააბრუნონ ფულიო

ალექსანდრე ხეთაგური: ხო, როცა შემოწმება შესულია, აზრი აღარ აქვს, ხო.

 
დევი კანდელაკი: კი, კი, აღარ აქვს არავითარი, თუ გინდა აკეთე, თუ გინდა არ აკეთო.
 
 
მეოთხე ფარულ ჩანაწერში ერთმანეთს ესუბრებიან ვანო მერაბიშვილი და ნიკა გვარამია:
 

ნიკა გვარამია: ალო.
 
ვანო მერაბიშვილი: რას შვები?
 
ნიკა გილაური: რა ვიცი
 
ვანო მერაბიშვილი: გეძინა?
 
ნიკა გვარამია: არა, კაცო.
 
ვანო მერაბიშვილი: როგორ არ, გეძინა.
 
ნიკა გვარამია: რა მეძინა, ღადაობ?
 
ვანო მერაბიშვილი: მისმინე შენა, ესეთი აზრია, რომ უცხოური კომპანია, რომ დავიქირავოთ იურიდიული
 
ნიკა გვარამია: ოქეი
 
ვანო მერაბიშვილი: ჩვენ ვაპირებთ, რა
 
ნიკა გვარამია: ხო
 
ვანო მერაბიშვილი: და მე მგონი ეხლა “რუსთავი 2”-საც ეხლა, ესენი ხო, პირდაპირ თქვა, რო აჩიმ? უჩივლოთო ხოდა, აი. 
 
ნიკა გვარამია: ჩვენ ისედაც ვაპირებთ უცხოური კომპანიის დაქირავებას და არი აქ.
 
ვანო მერაბიშვილი: არი აქ?
 
ნიკა გვარამია: საქართველოში. 
 
ვანო მერაბიშვილი: არა, არა სხვა რამეს გეუბნები, აი, ესეთი უცხოელები, უცხოელის სახელი და გვარი და განცხადების გაკეთების დროს, ეხლა ინტერვიუს, რომ მიცემენ უცხოელები მაგარია არა?
 
ნიკა გვარამია: ეგეთი გვარები და სახელები ძაან ცოტაა და ძაან ძვირი ღირს.
 
ვანო მერაბიშვილი: როგორ სახელებს გეუბნები, იმას, ბიჭო, ჩვეულებრივს გეუბნები. ეგეთი სახელი და გვარი რა შუაშია?
 
ნიკა გვარამია: ააა, ხოდა, არი-თქო საქართველოში ეგ უცხოური კომპანიები წარმოდგენილი. 
 
ვანო მერაბიშვილი: გავიგე, მარა, იმათ ქართველი თანამშრომლები ყავთ ხო?
 
ნიკა გვარამია: ცოტა, შეიძლება არც ყავთ.

ვანო მერაბიშვილი: აა.. სხვა რამეს ვიძახი, კაცო, წარმოიდგინე ეხლა ეთერში. 

 
ნიკა გვარამია: გავიგე, მივხვდი, მივხვდი, მივხვდი.
 
ვანო მერაბიშვილი: ვიღაცა დააპატიმრეს ,მათ შორის სისხლის სამართალზე და უცხოელი ადვოკატი გამოდის და იძახის, ეს არის ესა, ესა და ესე, ხო იცი? ან ვთქვათ აღუძრეს საქმე “რუსთავი 2″–ს და ან ვთქვათ ან რაღაცა, ვერ მიხვდი?
 
 
ნიკა გვარამია: გავიგე, დავილაპარაკოთ დღეს, თუ გინდა.
 
ვანო მერაბიშვილი: ხო დავილაპარაკოთ, რა
 
ნიკა გვარამია: კაი.
 
ვანო მერაბიშვილი: რა გვაქვს დასამალი, შეგვიძლია საჯაროდ გავარკვიოთ ეს, ხო?
 
ნიკა გვარამია: დასამალი რა მა,ქ კაცო, რას ვმალავ, რას ვიძახი ცუდს?
 
ვანო მერაბიშვილი: არა, ზოგადად, ღიად გავაკეთოთ, რა.
 
ნიკა გვარამია: არა, კაცო, დავილაპარაკოთ, ხო. 
 
ვანო მერაბიშვილი: კაი, გენაცვალე.
 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ დღეს პირველად გამოაქვეყნა ფარული სატელეფონო საუბრები. აქამდე ფარულ მოსმენებს ძირითადად შსს აწარმოებდა, თუმცა ამჯერად მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განათავსა თავის ვებ-გვერდზე.

საგამოძიებო ორგანოს ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით,  გამოვლენილია ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და მონაწილეობით ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებისა და ოფიციალური საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით შემუშავებული სქემა. 

საგამოძიებო ორგანოს ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულები არიან ენერგეტიკის და ასევე ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი და გენპროკურორის ყოფილი მოადგილე და ამჟამად “რუსთავი 2″–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ხრამჰესი 1, ხრამჰესი 2 და თელასის გენერალური დირექოტრი დევი კანდელაკი, შპს “ელენდეფ სერვისის” დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი არველაძის ყოფილი მოადგილე კახა დამენია და ერთ–ერთი აუდიტორული კომპანიის დამფუძნებელი იზაბელა გუტიძე.

გამოძიებას აღნიშნულ საქმეზე ჯერ არ დაიკითხავს ყოფილი შს მინისტრი და პრემიერი, ამჟამად კი “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ფარულ სატელეფონო საუბრებში ფიგურირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი