ახალი ამბები

საია თვითმმართველობებში განვითარებულ მოვლენებზე სამართლებრივ რეგირებას ითხოვს

20 დეკემბერი, 2012 • 1063
საია თვითმმართველობებში განვითარებულ მოვლენებზე სამართლებრივ რეგირებას ითხოვს

“18 დეკემბერს ტელეკომპანია “თრიალეთის” ეთერში ქარელის გამგებელმა ივანე ოსაძემ განაცახდა, რომ დანიშვნის შემდეგ თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლაზე განცხადებების დაწერა მოსთხოვა, მოგვიანებით კი გადაწყვეტს, თუ რომელი თანამშრომელი გაუშვას სამსახურდან და რომელი არა. ამავე გადაცემაში გავიდა სიუჟეტი, სადაც კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძე აცხადებს, რომ კასპის რაიონის ჩვიდმეტივე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს თანამდებობა 29 ნოემბერს დაეტოვებინა, უახლოეს მომავალში კი სკოლებს მოსთხოვს პასუხს – შეხვდება დირექტორებს და იმედს გამოთქვამს, რომ ისინი საკუთარი ნებით დატოვებენ სამახურს. იგივე სიტუაციაა შექმნილი სხვა მუნიციპალიტეტბში,”- აცხადებენ საიაში. 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს შესაბამის თანამდებობის პირებს, ნუ გასცდებან კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, რადგან მსგავს ქმედებაში, საიას მიაჩნია, რომ შესაძლოა გამოიკვეთოს დანაშაულის ნიშნები. 

 

საია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეისწავლოს ზემოაღნიშნლი შემთხვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება პოლიტიკური ნიშნით დაუშვებლობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართლის უზენაესობის უზრუნველსაყოფად.

 

“ნებისმიერი უკანონო ქმედება, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თვითმართველობის ორგანოების თუ თანამშროლობის მიმართ, ან მათი მხრიდან, უნდა იყოს დროულად, ეფექტურად და მიუკერძოებლად შესწავლილი, რასაც სჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამრთლებრივი რეგირება უნდა მოჰყვეს,”- აცხადებს საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე.

 

კოჟორიძე ამბობს, რომ პირადად მისთვის არ არის ცნობილი იმის შესახებ, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით სამართალდამცავებს რეაგირება ჰქონოდათ. 

 

“ეს ფაქტები უკვე არის საფუძველი იმისა, რომ გამოძება დაიწყოს. ეს დარღვევები არა მხოლოდ იურისტებითვისაა თვალსაჩინო, ამაზე რიგითი მოქალაქეებიც საუბრობენ.” 

საიაში აცხადებენ, რომ ამ თემაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საუბარს ამით არ წყვეტს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი