ახალი ამბები

თბილისში “პარტიზანი მეგზევეები” გამოჩნდნენ

30 მარტი, 2017 • 12694
თბილისში “პარტიზანი მეგზევეები” გამოჩნდნენ

თბილისში “პარტიზანი მეგზევეები” გამოჩნდნენ, ამ სახელწოდებით შექმნილ “ფეისბუქის” გვერდზე წერია, რომ “პარტიზანი მეგზევეები” გზებსა და გზებზე მოსიარულე ხალხზე მზრუნველი ენთუზიასტების გაერთიანებაა, სადაც ნებისმიერ მსრუველს შეუძლია იაქტიუროს თბილისის გზებზე მოძრაობისა და ინფრასტრუქტურის სამომავლო განვითარების საკითხებზე.

“პარტიზანი მეგზევეები” ადვოკატმა იმედა დვალიძემ დააფუძნა.

“ჩვენ პარტიზანი მეგზევეები ვთვლით, რომ ქალაქში პრობლემაა არამხოლოდ ორმოული დაზიანებები, არამხოლოდ ის, რომ ტროტუარები არ არის ქალაქში, არამხოლოდ ის, რომ ზოგან არის “ზებრა” და ზოგან, სადაც ეს “ზებრა” არსებობს მძღოლები არად დაგიდევენ, არამედ მთავარ პრობლემას ქალაქში ქმნიან სრულიად უდისციპლინო მძღოლები, რომლებიც ხელს უშლიან უფრო კეთილსინდისიერ მძღოლებს და იმედია, რომ ასეთებიც არსებობენ, ეს მძღოლები კი არღვევენ საგზაო წესებს”,- ამბობს ის.

2016 წელს საქართველოში 6939 ავტოავარია მოხდა, ავარიის შედეგად 2016 წელს 581 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 9000-ზე მეტი დაშავდა. დეტალური სტატისტიკური ინფორმაცია ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი