ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდა

30 მარტი, 2017 • 1494
ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდა

დღეს, 30 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასა და მის  მიერ შემუშავებული პროექტის შესახებ დეტალურად ისაუბრეს. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის დელეგაციამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემუშავებული პროექტის თითქმის ყველა საკითხი დადებითად შეაფასა.

„ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემუშავებული პროექტი დეტალურად განვიხილეთ. ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმისთვის, რომ რეკომენდაციები მოვისმინოთ. ძირითადად, ძალიან პოზიტიურად მიიღეს ახალი პროექტი. არის გარკვეული საკითხები, რომელზეც ამ შეხვედრების მერე,  მოგვიანებით გაგვაცნობენ თავიანთ მოსაზრებებს.”

მისივე თქმით, დელეგაციას არასწორი ინფორმაცია ჰქონდა პრეზიდენტის ფუნქციების შემცირებასთან დაკავშირებით:

” ჩვენ განვუმარტეთ და ვაჩვენეთ, როგორ ხდება რეგულირება და სრულიად მოიხსნა კითხვები, რაც არსებობდა. ასევე, ადამიანის უფლებების თავთან დაკავშირებული ცვლილებები და თითქმის ყველა საკითხი, რომელზეც კითხვა დაისვა. არ გამოუხატავთ არანაირი შენიშვნა და წუხილი არჩევის წესთან დაკავშირებით”,- განაცხადა  თამარ ჩუგოშვილმა.

ვენეციის კომისიის დელეგაცია,რომელსაც კომისიის მდივანი, თომას მარკერტი ხელმძღვანელობს, საქართველოს 30 მარტს ეწვია.  დღესვე,დელეგაცია შეხვედრებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოთხივე თემატურ სამუშაო ჯგუფთან გამართავს.

კომისიის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში თომას მარკერტი, მაიკლ ფრედო, ნიკოს ალივიზატოსი, ჯოზეფ მარია კასტელა ენდრიუ და კაგა ტანიარი შედიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი