ახალი ამბები

გარემოვაჭრეებმა მარჯანიშვილზე აქცია გამართეს და პროტესტის ნიშნად გაყიდვა დაიწყეს [ვიდეო]

30 მარტი, 2017 • 2173
გარემოვაჭრეებმა მარჯანიშვილზე აქცია გამართეს და პროტესტის ნიშნად გაყიდვა დაიწყეს [ვიდეო]

დღეს, 30 მარტს მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ, რომ მერია მისცეს გარევაჭრობის უფლება.

აქციის მონაწილეები “მარჯანიშვილის მეტროს” მიმდებარედ ვაჭრობდნენ. მათ პროტესტის ნიშნად გამოიტანეს სავაჭრო დახლები და თავიანთი პროდუქციის გაყიდვა დაიწყეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა თავიდა აქციის მონაწილეებისთვის ხელი არ შეუშლიათ. გარემოვაჭრის თქმით, დაახლოებით 14:10 საათისთის მათ გარემოვაჭრეების ნივთები აიღეს. აქცია ამის შემდეგ დაიშალა.

გარემოვაჭრის თქმით, ისინი აპირეენ რომ ხვალ, 31 მარტს აქცია ისევ გამართონ, ხოლო 1 აპრილს აქციას მერიასთან გამართავენ/


 

19 მარტს, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მარჯანიშვილის მოედანსა და აღმაშენებლის გამზირზე გარემოვაჭრეებს აღარ მისცეს ვაჭრობის უფლება. მერია აცხადებს, რომ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას იწყებს.

მერიის ამ ნაბიჯის შემდეგ, გარემოვაჭრეებმა რამდენიმე აქცია გამართეს.

26 მარტს აიკრძალა გარევაჭრობა კოლმეურნეობის მოედნისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი