იანვარ-თებერვალში 4,8%-ანი ეკონომიკურმა ზრდა დაფიქსირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარი-თებერვლის საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 4,8 პროცენტი შეადგინა.

2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.

“დღგ-ს მარტის თვის ბრუნვებშიც კარგი მაჩვენებლები გვაქვს”, – აცხადებს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ წლიური დაგეგმილი პარამეტრები  – ეკონომიკის 4%-ანი ზრდა წარმატებით შესრულდება.

საქსტატის ცნობით, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.

2017 წლის ეკონომიკური ზრდა, წინასწარი მონაცემები

2017 წლის ეკონომიკური ზრდა, წინასწარი მონაცემები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი