ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსურ და რუსულ მხარეებს შორის სამხედრო სფეროში შეთანხმებას ხელს დღეს, 30 მარტს მოაწერენ

30 მარტი, 2017 • 2198
ოსურ და რუსულ მხარეებს შორის სამხედრო სფეროში შეთანხმებას ხელს დღეს, 30 მარტს მოაწერენ

დღეს, 2017 წლის 30 მარტს მოსკოვში რუსული და ოსური მხარეები სამხედრო სფეროში შეთანხმებას ხელს მოაწერენ.

შეთანხმებას, რომელსაც ხელს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგი შოიგუ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იბრაგიმ გასსეევი მოაწერენ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეთა რუსეთის ფედერაციის შეირაღებულ ძალებში მიღებას ითვალისწინებს. ოფიციალური ინფორმაციით, შეთანხმების შესაბამისად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში 150 ოსი სამხედრო მოსამსახურე გადავა.

“შეთანხმების რეალიზაცია ხელს შეუწყობს სამხრეთ ოსეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები გააგრძელებენ რესპუბლიკის ტერიტორიაზე მსახურება, მაგრმა უკვე რუსეთის თავდაცვის მეოთხე სამხედრო ბაზის შემადგენლობაში”, – აცხადებს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი.

რუსეთის მთავრობამ, რუსეთის გაერთიანებულ ძალებში სამხრეთ ოსეთის რიგი სამხედრო დანაყოფების შესვლის საკითხზე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან შეთანხმების პროექტი მიმდინარე თვის დასაწყისში დაამტკიცა.  ამ საკითხზე როგორც ქართულმა მხარემ, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის აშშ-ს საელჩომ საქართველოში, განცხადებები გააკეთეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება, რუსეთის გაერთიანებულ ძალებში სამხრეთ ოსეთის რიგი სამხედრო დანაყოფების შესვლის საკითხზე აცხადებს, რომ ამ თემამ ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეებში, თითქოს ის “საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას” არღვევს და “რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციის” საფრთხეს წარმოადგენს”. საქართველოს ხელმძღვანელობა, როგორც ფე დაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ცდილობს გაბეროს “რუსული საფრთხე” საკუთარი კონფრონტაციული პოლიტიკის შესანიღბად. რეგიონში რეალური დესტაბილიზაციის ფაქტორი კი, როგორც განცხადებაში წერია, საქართველო- NATO-ს თანამშრომლობაა.

ცხინვალი; ფოტო: osinform.ru

ცხინვალი; ფოტო: osinform.ru

 

მასალების გადაბეჭდვის წესი