ახალი ამბები

შსს 43 700 კილოგრამ შესქელებულ რძეს შეიძენს

29 მარტი, 2017 • 33124
შსს 43 700 კილოგრამ შესქელებულ რძეს შეიძენს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 43 700 კილოგრამი შესქელებული რძის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, ხოლო პროდუქტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 209 760 ლარია.

დოკუმენტის მიხედვით, შესქელებული რძე შსს–ში ასე გადანაწილდება:  23 000 კგ. – ლოჯისტიკის დეპარტამენტი, 1 700 კგ. – სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, ხოლო 19 000 კგ. – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი დღის წინ 2 700 კგ ნაყინის შესასყიდადაც გამოცხადა ელექტრონული ტენდერი, ხოლო პროდუქტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 22 680 ლარი მიუთითა.

მანამდე, თებერვალში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შოკოლადის ნაწარმისა და კარამელის კანფეტის შესყიდვაზეც გამოაცხადა 1 მილიონ 58 ათას 989 ლარად შეფასებული ერთობლივი ელექტრონული ტენდერი, ხოლო შემდეგ განმარტა, რომ პროდუქტებს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ყიდულობდნენ.

შსს–ში მიიჩნევენ, რომ შოკოლადების საკითხზე აჟიოტაჟის ატეხვა სრულად მიუღებელია და ემსახურება, როგორც ჯარისკაცების, მესაზღვრეების და მეხანძრე–მაშველების დემოტივაციას, ასევე, უწყების მიზანიმართულ დისკრედიტაციას.

შესქელებული რძე. ფოტო: Creative Commons

შესქელებული რძე. ფოტო: Creative Commons

მასალების გადაბეჭდვის წესი