ახალი ამბები

ანონსი – 29 მარტი

28 მარტი, 2017 • 2091
ანონსი – 29 მარტი

წარმოგიდგენთ 29 მარტს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

10:00 – 17:00 საათზე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გამართავს საერთაშორისო კონფერენციას “საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში”. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის მხარდაჭერას ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისა და აზრთა გაცვლის მეშვეობით. კონფერენცია მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის სამ საკითხს ეხება: ა) პრეზიდენტის უფლებამოსილებები და არჩევის წესი; ბ) პარლამენტის საარჩევნო სისტემა; გ) ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი და საპარლამენტო ზედამხედველობა. ადგილი: სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”, წვეულებათა დარბაზი. მისამართი: თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი N1.

11:00 საათზე, მოძრაობა “თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრის, სერგო რატიანის ბრიფინგი პარლამენტში (ფრქაციის ოთახი). თემა: საგამომცემლო კომპანიების სატენდერო პრობლემები.

12:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“სამართლიანობის აღდგენის საკითხზე მართავს მედია–ფორუმს, სადაც განხილული იქნება სამართლიანობის აღდგენის მიმდინარე გამოწვევები და შედეგები, მოსმენილ იქნება მედიის შეკითხვები და წინადადებები და ჟურნალისტური კორპუსისთვის დამატებით წარმოდგენილ იქნება კიდევ ერთი ახალი ქეისი – ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ ჩამორთმეული ლისის ტბის საქმეზე. ადგილი: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“. მისამართი: თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი N1.

12:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში „ქართულ-რუსული ახალგაზრდული კავშირის” ბრიფინგიგაიმართება, რომელზეც საქართველოს სკოლებისთვის შემოქმედებითი კონკურსის პირობები გამოცხადდება. კონკურსში „ალექსანდრე გრიბოედოვი — მოღვაწეობისა და დიდი სიყვარულის ისტორია” მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ 14-დან 17 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს. კონკურსის მიზნებსა და მასში მონაწილეობის პირობებზე დაწვრილებით ისაუბრებს „ქართულ-რუსული ახალგაზრდული კავშირის” თავმჯდომარე ირაკლი ყიფიანი. მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი N61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი – 555908977.

11:40 საათზე, ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ცენტრის გახსნას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, USAID-ის მისიის დირექტორი დაგლას ბოლი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ლაილა ომარ გადი დაესწრებიან. მისამართი: ქუთაისი, კეკელიძის ქუჩა N26. საკონტაქტო პირი: ლალი გალუმაშვილი – 595055750.

12:00 საათზე, სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ გაიმართება პრეზენტაცია: Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველო 13 საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს. 2017 წელს სახელმწიფოს მხარდაჭერით, Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველო მასპინძლობს 13 საერთაშორისო-სპორტულ ღონისძიებას. სამინისტროს ცნობით, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა ქართული სპორტის ისტორიაში, ხოლო საერთაშორისო სპორტულ რუკაზე საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს. მისამართი: რუსთაველის გამზირზე N13.

14:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ. თემა: თამბაქოს კონტროლის საკითხებზე მრავალსექტორული თანამშრომლობის გაძლიერება და პარლამენტში ინიცირებული თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტის მხარდაჭერა. მისამართი: სამედიცინო უნივერსიტეტი, ვაჟა–ფშაველას გამზირი N33. საკონტაქტო პირი: სალომე გოგინაშვილი – 558240770.

14:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტის ორგანიზებით გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: „29 მარტი – საქართველო თამბაქოს გარეშე“. პრეს-კონფერენციის ძირითადი თემაა თამბაქოს კონტროლის საკითხებზე მრავალსექტორული თანამშრომლობის გაძლიერება და პარლამენტში ინიცირებული თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტის მხარდაჭერა. მისამართი: თბილისი, მ. ასათიანის ქუჩა N7. საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი – 595956103, ამბროსი კეკელიძე – 599946431.

15:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, გაიმართება შალვა შალიკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც მთავარი პროკურატურის, ირაკლი ადარეიშვილის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, დაზარალებულად არის ცნობილი. პატიმარ შალიკაშვილს “სამართლიანობის აღდგენის პრინციპიდან გამომდინარე” ადვოკატირებას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ადვოკატთა და იურისატთა საერთაშორისო ობსერვატორია”. ისინი მიიჩნევენ, რომ შალიკაშვილი სააკაშვილის მმართველობის დროს უკანონოდ დააკავეს. სასამართლო პროცესს დაესწრებიან პარტიმრის ოჯახის წევრები. საკონტაქტო პირი – 599771753.

15:00 სააათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამართავს დისკუსიას, რამდენად ეფექტურია სახელმწიფოს რეაგირება ნაადრევი ქორწინების პრობლემატიკასთან დაკავშირებით. ღონისძიებას საქართველოში აშშ-ს და ჰოლანდიის ელჩები დაესწრებიან. მისამართი: ქუთაისი, კოსტვას N11, საიას ქუთაისის ფილიალი.

16:00 საათზე, საფეხბურთო კლუბ „ვარიორსის„ მიმართვის საფუძველზე, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის საკოორდინაციო ოფისი სპორტულ ეკიპირებას გადასცემს კლუბში გაერთიანებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და აუტისტური სპექტრის სასკოლო ასაკის ბავშვებს. პროექტის ფარგლებში 50 ბენეფიციარს გადაეცემა ფეხბურთის ბურთი, სპორტული ფორმა, ბუცი და წვივსაცავი. 2016 წლიდან კლუბში 6-14 წლის გოგონები და ვაჟები ვარჯიშობენ. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს აღნიშნული მოზარდების მიერ სათანადო სავარჯიშო და სათამაშო უნარებისა ათვისებას, სპორტული შესაძლებლობების განვითარებას, ბენეფიციარებში კომუნიკაციის, მიზანდასახულობის, ბრძოლისუნარიანობის განმტკიცებას. ცერემონიას დაესწრებიან: თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გიუმრუქჩუ , TİKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორი ჰუსეინ შანლი და სხვა მოწვეული სტუმრები. მისამართი: ბელიაშვილის ქუჩა N5, თბილისის პარაცენტრი.

18:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში მწერალ გურამ დოჩანაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება. ლექცია შეხვედრათა ციკლის „მე-ევროპელი“ ფარგლებში მოეწყობა. მწერალი საინფორმაციო ცენტრს მეორეჯერ ეწვევა და მის ლექციას 200-მდე დაინტერესებული პირი დაესწრება. პროექტის „მე-ევროპელი“ ფარგლებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები არაფორმალურ გარემოში ხვდებიან ერთმანეთს და საუბრობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ევროპული ღირებულებები, ევროინტეგრაცია, გარემოს დაცვა, სამოქალაქო აქტივობები, განათლება, ლიტერატურა, კულტურა და სხვა. მისამართი: შ. დადიანის 2/1. პრესასთან საკონტაქტო პირი: მარიამ ჯაფარიძე – 555101040.

29-31 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ორგანიზებით, CRDF Global-ისა და აშშ-ის თავდაცვისა და საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, ტექნოპარკში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ტექნოლოგიების კომერციალიზაცია და ინოვაციები: გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში“. სამდღიანი კონფერენცია მოიცავს ინოვაციების მართვისა და ტექნოლოგიების გადაცემის მნიშვნელოვან საკითხებს და ითვალისწინებს როგორც ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებისა და შესაძლებლობების ანალიზს, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ სხვა ქვეყნების რელევანტური გამოცდილების განხილვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი