ახალი ამბები

რუსთავში “ჯეოსთილის” ღუმელი აფეთქდა – დაშავდა 2 მუშა

28 მარტი, 2017 • 2169
რუსთავში “ჯეოსთილის” ღუმელი აფეთქდა – დაშავდა 2 მუშა

დღეს, 28 მარტს, რუსთავში “ჯეოსთილის” ლითონის გადამდნობი ღუმელი აფეთქდა, შედეგად კი ორი მუშა დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

“2 მუშა დაშავდა მსუბუქად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. აფეთქება მოხდა ქარხნის მადანის სადნო ღუმელში,” – განგვიცხადეს შსს-ში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი