ახალი ამბები

ბრიტანეთის ავიახაზებმა თბილისი 2013 წლის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მარშრუტად დაასახელა

19 დეკემბერი, 2012 • • 1427
ბრიტანეთის ავიახაზებმა თბილისი 2013 წლის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მარშრუტად დაასახელა

პაოლო დე რენზისი, ბრიტანეთის ავიახაზების კომერციული მენეჯერი ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში, აღნიშნავს, რომ მარშრუტების ეს სია ნათლად ასახავს 2013 წლის მგზავრების მოთხოვნებსა და გემოვნებას:

 

“ცნობილ ადგილებთან ერთად, როგორიც არის ლას ვეგასი და დუბაი, ისინი რაღაც განსხვავებულსაც ეძებენ. თბილისის სანახაობები სწორედ ჩვენი მგზავრების მოლოდინს ეხმაურება და ამიტომაც მოხვდა ეს ქალაქი 2013 წლის 13 ყველაზე მოთხოვნადი მარშრუტების სიაში. ქალაქის უძველესი ნაწილი და ახლად აღმოჩენილი სამარხები, გოგირდის აბანოები, საუკეთესო ქართული კერძები და ფოლკლორი, ნამდვილი „მასთ სი“ არის მსოფლიო მოგზაურებისთვის”

 

ბრიტანეთის ავიახაზები
ბრიტანეთის ავიახაზები

რიჩარდ ტამსი, ბრიტანეთის ავიახაზების დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მიუხედავად მგზავრების დიდი ინტერესისა უკვე ცნობილი კურორტების მიმართ, 2013 წელს მგზავრები ახალ ქვეყნებსა და ქალაქებს მიაშურებენ:

 

“საქართველო ღვინის ქვეყანაა. თბილისი საუკეთესო ადგილია ვიქენდის გასატარებლად და ღვინის ტურების მოსაწყობად“

 

ბრიტანეთის ავიახაზების მიერ წარმოდგენილ 2013 წლის ყველაზე მოთხოვნად მარშრუტებში ასევე მოხვდნენ: შრი ლანკა, რიო დე ჟანეირო, სეული, ხორვატია, ვიეტნამი, პუნტა კამა (დომინიკების რესპუბლიკა), დერი (სამხრეთ ირლანდია), ლას ვეგასი, სან დიეგო. კეიპ ტაუნი, ალიკანტე და დუბაი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი