ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტელევიზიაში ყოველკვირეულ გადაცემას წაიყვანს

28 მარტი, 2017 • 1869
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტელევიზიაში ყოველკვირეულ გადაცემას წაიყვანს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ტელეკომპანია “ზიკ”-ში გადაცემა “სხვა უკრაინას” წაიყვანს. ამის შესახებ სააკაშვილი თავის ფეისბუკ გვერდზე წერს.

“ჩვენ უკვე პირველი გადაცემა ჩავწერეთ და ის ძალიან მწვავე გამოვიდა. ყოველკვირეულად ამ გადაცემაში მე თქვენ ისეთ უკრაინას გაჩვენებთ, როგორსაც არც ერთი სხვა არხი არ აჩვენებს,” – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება. ის ბოლო რამდენიმე წელია უკრაინაში ცხოვრობს, აქვს იქაური მოქალაქეობა, იყო ოდესის ოლქის გუბერნატორი, თუმცა რამდენიმე თვის წინ გადადგა და ოპოზიციაში წავიდა. იგი ახალი პარტიით გეგმავს უკრაინის მორიგ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი