ახალი ამბები

ნიკა გილაური დაკითხვაზეა

18 დეკემბერი, 2012 • • 1107
ნიკა გილაური დაკითხვაზეა

ნიკა გილაური
ნიკა გილაური

როგორც “ნეტგაზეთს” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, ნიკა გილაური რიყის გასხვისების დროს საქართევლოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

 

ნიკა გილაური დაკითხვაზე საგამოძიებო სამსახურში დღეს, 12 საათზე მივიდა.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი არისი ბოჭოიძე. 

 

თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დაკითხვასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ინფორმაცია გუშინ, 17 დეკემბერსაც გაავრცელა.
 
 
სამინისტროს განმარტებით, გრძელდება გამოძიება რიყის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვის ფაქტების შესწავლის მიზნით.
 
 
“ამ საკითხზე მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაბარებულია დედაქალაქის, ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე. ამის შესახებ მას უკვე ეცნობა. საგამოძიებო სამსახურში იგი ხვალ, 18 დეკემბერს, 16 საათზე უნდა გამოცხადდეს. ამავე საკითხზე საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე ასევე დაბარებულია საქართველოს პარლამენტის წევრი, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის ყოფილი წევრი დავით საყვარელიძე. შესაბამისი უწყება უკვე ჩაბარდა საქართველოს პარლამენტის კანცელარიას. დ. საყვარელიძე საგამოძიებო სამსახურში ხვალ, 18 დეკემბერს 12 საათზე უნდა გამოცხადდეს,”- განაცხადეს სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი