ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება

18 დეკემბერი, 2012 • • 1045
ბიძინა ივანიშვილი: სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება

ამის შეახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო “ამბასადორში” ქართულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ის არც კახი კალაძის, არც თეა წულუკიანის და არჩილ კბილაშვილის თამდებობიდან გათავისუფლებას არ აპირებს: “კალაძე გენიალური პიროვნებაა, კარგად შევიდა საქმის კურსში. მე მას გუშინაც შევხვდი და გუშინწინაც. აქტიურად ვმუშაობ კალაძესთან. არჩილ კბილაშვილი და კახი კალაძე საინტერესო და პატიოსანი პიროვნებები არიან. თანამდებობის დატოვება არც თეა წულუკიანს ემუქრება.”

 

ივანიშვილის თქმით, სამთავრობო ცვლილებების შესახებ ჭორი მას პოლიტიკურმა ოპონენტებმა აუგორეს: “ეს ჭორია, თანაც საუკეთესო კანდიდატები შეარჩიეს. არავის შეცვლას არ ვაპირებ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი