ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: თუ სიმახინჯეა და მოსაშორებელია, ჯობია ადრე მოაშორო

18 დეკემბერი, 2012 • • 1386
ბიძინა ივანიშვილი: თუ სიმახინჯეა და მოსაშორებელია, ჯობია ადრე მოაშორო

“ჩემი აზრით, თუ მშენებლობის შეჩერება მოხდება, კარგი იქნება, თუ სპეციალისტები ჩაერევიან ამაში. არქიტექტორები პირველ რიგში, ვისაც  ხელეწიფება, ვინც იცის ეს, დიზაინერი, ხელოვანი, მხატვარი. უნდა იყოს თუ არა ეს ნაგებობა იქ, თუ არ უნდა იყოს, მოვახერხებთ გამოკითხვას, ჩამოვიყვანთ სპეციალისტებს. თუ დასამთავრებელია, დავასრულებთ. თუ სიმახინჯეა და მოსაშორებელია, ჯობია ადრე მოაშორო. “

 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, როცა ამდენი ავარიული სახლია საქართველოში და თბილისში, ქალაქის ხელისუფლებას არ აქვს უფლება ამეხლა ფული ასეთ პროექტებში ხარჯოს.

 

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის რიყის გასხვისების თემასთან დაწყებულ საგამოძიბო პროცესში არ ერევა: “დაკითხვის პირველი ნაწილი გავიარეთ, რაში ხედავთ ჩემს ჩარევას. მე სურვილი გამოვთქვი პროექტის განხორციელების, არავინ მიიძულებია და ძალა არ გამომიყენებია.”

 

მშენებლობა რიყის პარკში
მშენებლობა რიყის პარკში

ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის  განცხადების მიხედვით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ რიყის ტერიტორიის დიდი ნაწილი- ფართით 43350 მ.კვ.- 2006 წლის 6 ივნისს თბილისის მერიის მიერ პირობადადებული ხელშეკრულებით  7 000 000 აშშ დოლარად გასხვისდა ერთ–ერთ შპს–ზე. აღნიშნულ საწარმოს საფასურის გადახდის გარდა ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, საკუთარი ხარჯებით განეხორციელებინა ავტომაგისტრალის გადატანა, საფეხმავლო ხიდის აგება და რიყის ტერიტორიის სარეკრეაციო ზონის  განაშენიანება.  2008 წლის 30 დეკემბერს, ისე, რომ აღნიშნულ შპს – ს არ ჰქონდა დაწყებული საამშენებლო სამუშაოების შესრულება, ზემოთ ხსენებული მიწის ფართები თბილისის მერიის მიერ გამოსყიდულ იქნა 17 000 000 აშშ დოლარად.

 
 
გამოძიების თანახმად, ამოღებულია შესაბამისი დოკუმენტები სხვადასხვა უწყებიდან. მოწმის სახით დაკითხული არიან თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის იმჟამინდელი წევრები, მერიის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები, რომლებსაც შეხება ქონდათ ხსენებულ საკითხთან.
 
 
რიყის პარკის გასხვისებასთან დაკავშირებით დაკითხვაზეა დაბარებული “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით საყვარელიძე. უკვე დაკითხულია  იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია.
 
 
ამ საკითხზე, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაბარებულია დედაქალაქის, ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე.
 
 
ამ დროისათვის ფინანასთა სამინისტროს  საგამოძიბო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი არისი ბოჭოიძე.
 
 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი