ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილს უახლოეს მომავალში პუტინთან შეხვედრის იმედი აქვს

18 დეკემბერი, 2012 • • 919
ბიძინა ივანიშვილს უახლოეს მომავალში პუტინთან შეხვედრის იმედი აქვს

 

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

 

ეს განცხადება საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო “ამბასადორში” ქართულ მედიასთან გააკეთა, სადაც ის  უცხოური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ირკვევა, შეხვედრაზე მან კომენტარი რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის შესახებაც გააკეთა.

 

უცხოელი ჟურნალისტების 21- კაციანი ჯგუფი საქართველოში მეორე დღეა იმყოფება. უცხოური მედიის წარმომადგენლები ხვდებიან ხელისუფლების და სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებს. 

 

შეხვედრის შემდეგ ქართულ მედიასთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ჯერ–ჯერობით არ არის ცნობილი, როდის შედგება ზურაბ აბაშიძის და გრეგორი კარასინის მეორე შეხვედრა: “მეორე შეხვედრა ჯერ არ დაგეგმილა, მათ აქვთ მოკლე სატელეფონო კავშირი. ყველაზე გვიან, შეხვედრა ორ თვეში შედგეს. ჩვენ ყველა ნაბიჯს გავაკეთებთ გამჭვირვალედ, ვიქნებით თანმიმდევრული და პრონციპულნი.”

 

მისი თქმით, რუსეთთან ბიზნეს- ურთიერთობები უნდა აღდგეს: “რუსულ კაპიტალს უნდა შეეძლოს საქართველოში შემოსვლა, ხოლო ქართულ ბიზნესს უნდა ედგომებოდეს რუსულ ბაზარზე”– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი