ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროპაში უვიზო მიმოსვლის წესები სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე [Video]

28 მარტი, 2017 • 2493
ევროპაში უვიზო მიმოსვლის წესები სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე [Video]

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ქართულთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის წესებს მოქალაქეებს აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულე ენებზეც სთავაზობს.

ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობა, საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის აღების შემთხვევაში, აფხაზურ და ოსურ მხარეებსაც შეუძლიათ. აფხაზებისთვის და ოსებისთვის ბიომეტრიული პასპორტებით ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის გამოყენებაზე ქართული მხარის მიერ განცახდებებიც გაკეთდა. ქართული მხარის შეთავაზებას უვიზო მიმოსვლის შესახებ აფხაზური და ოსური მხარეებისთვის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. აფხაზური მხარე, კერძოდ, საგარეო უწყება, ქართული მხარის შეთავაზებას აფასებს, როგორც ოფიციალური თბილისის მორიგ მცდელობას, აფხაზეთის მოქალაქეები საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში ჩართოს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების შემდეგ ქართული მხარის შეთავაზებას ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ოსური მხარეც გამოეხმაურა. უწყებაში აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები კანონიერ საფუძველზე ფლობენ რუსეთის მოქალაქეობას და რუსულ დოკუმენტებს, რომლითაც მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობა შეუძლიათ.

 

დღეიდან, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებით უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას 2 თებერვალს მხარი დაუჭირა. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხმა მისცა 553-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი აღმოჩნდა 66, ხოლო თავი შეიკავა 28 დეპუტატმა.

გადაწყვეტილება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ 539/2001 რეგულაციის ცვლილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 8 მარტს გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში გადაწყვეტილება უკვე ძალაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, ვისაც ბიომეტრიული პასპორტი აქვს ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის გარეშე მოგზაურობას შეძლებენ. მოგზაურობისას შეგეძლებათ შენგენის ზონაში 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეთ.

რა საბუთები დაგჭირდებათ უვიზო მიმოსვლით სარგებლობისთვის, რომელ ქვეყნებში შეგიძლიათ მოგზაურობა და დამატებითი დეტალების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი