ახალი ამბები

შსს-მ მკვლელობა გახსნა

18 დეკემბერი, 2012 • 933
შსს-მ მკვლელობა გახსნა

17 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული იური ფ. დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

 

გამოძიების ინფორმაციით, 16 დეკემბერს დაკავებული  ყაზბეგის ქუჩაზე N25-ში 1927 წელს დაბადებული  ავთანდილ საყვარელიძის ბინაში მივიდა.

 

როგორც შსს აცხადებს, უთიერთშელაპარაკების ნიადაგზე  ბინის მეპატრონე ბალიშით  გაგუდა.

 

“შემდეგ, ძვირფასეულობა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულმა საყვარელიძის ბინიდან მოპარული ოქროს ნივთები თბილისის სხვადასხვა ლომბარდში ჩააბარა, აღებული თანხით  იმავე დღეს შეიძინა ბილეთები თბილისი-კიევის მიმართულებით და   საქართველო დატოვა.  უკრაინელმა მესაზღვრეებმა იური ფ-ს დაუყოვნებლივ დეპორტირება  მოახდინეს. 17 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო  აეროპორტში ქართველმა სამართალდამცველებმა იური ფ. მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით დააკავეს.”

 

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე და  177-ე მუხლის  მეორე „ა”  და მესამე „გ” პუნქტით აღიძრა. საქმეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-7  განყოფილება იძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი