ახალი ამბები

სოფლის მეურნების მინისტრმა აშშ–ი ვიზიტი შეაფასა

18 დეკემბერი, 2012 • • 1047
სოფლის მეურნების მინისტრმა აშშ–ი ვიზიტი შეაფასა

ეს განცხადება დავით კირვალიძემ სპეციალურ ბრუფინგზე გააკეთა, რომელზეც აშშ–ი ვიზიტი შეაფასა. 

 

„მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის, იყო და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად, ასევე, სოფლის მეურნეობის დარგში ძირითად დონორად და მხარდამჭერად“, – აღნიშნა დავით კირვალიძემ.

 

მინისტრის განცხადებით, ახლა დროა საქართველოში იმატოს ამერიკულმა კერძო ინიციატივებმა. ამიტომ ამერიკელი ბიზნესმენებისთვის საინტერესოა საქართველოს მთავრობის პოზიცია ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებით.

„ჩვენი მესიჯი იყო ძალიან ნათელი: საქართველოს მთავრობა ყველა ინვესტორს – როგორც ქართველს, ისე უცხოელს- შეუქმნის ბიზნესის წარმოებისთვის საუკეთესო გარემოს“,– განაცხადა მინისტრმა.

 

დავით კირვალიძე
დავით კირვალიძე

დავით კირვალიძის განცხადებით,  ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), რომელიც სოფლის მეურნეობის კუთხით საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, მომავალი წლების განმავლობაში საქართველოს სოფლის მეურნეობაში 40 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პრიორიტეტების ზუსტი განსაზღვრა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ თანხის ძირითადი ნაწილი საირიგაციო სისტემის (სართვისის და ტირიფონის სარწყავი არხების სრული რეაბილიტაცია) გაუმჯობესების პროექტს მოხმარდება.
ასევე, პრიორიტეტებს შორის იქნება კერძო სერვის -ცენტრების განვითარება, რომელიც აღიჭურვება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ავტო-პარკით და ამასთან, ქართველ ფერმერებს საკონსულტაციო მომსახურებას შესთავაზებს. მინისტრის განცხადებით, მსგავსი ცენტრები დღეს საქართველოში 21-ია და საჭიროა ეს რიცხვი ასამდე გაიზარდოს.

დავით კირვალიძემ ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე.

 

„მომავალი წლიდან ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დავიწყებთ ძალიან ინტენსიურ მარკეტინგულ კამპანიას იმ მიზნით, რომ ქართული
ღვინო უფრო მასშტაბურად იყოს წარმოდგენილი და ათვისებული ამერიკულ ბაზარზე“, –განაცხადა დავით კირვალიძემ.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით 11-15 დეკემბერს იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი