ახალი ამბები

ანონსი -28 მარტი

28 მარტი, 2017 • 1576
ანონსი -28 მარტი

11:00სთ-ზე საათზე საინფორმაციო ,,პირველის” პრესკლუბში შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტორლის ჯგუფის თავჯდომარე  დავით ნემსაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: დავით ნემსაძე თადარიგის  პოლკოვნიკის სოსო ოსურაულის ვიდეო მიმართვის შესახებ გააკეთებს განხადებას, ვიდეო მიმართვა ეხება კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის საქმეს

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული.
საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 თამთა კალანდაძე;


28 მარტს 11:30სთ-ზე საათზე საინფორმაციო ,,პირველის” პრესკლუბში ,,ხალხის პარტიის” თავჯდომარე ალექსანდრე კობაიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ალექსანდრე კობაიძე  ,,რუსთავი 2″-ის საქმეზე და წილების გადანაწილების საკითხზე განცხადებას გააკეთებს

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული.
საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 თამთა კალანდაძე;


28 მარტს, 11 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია სახელმძღვანელოების გრიფირების თემაზე ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.

ადგილი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; მისამართი: უზნაძის 52​


28 მარტს 13:00 საათზე სამინისტროში გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კოლუმბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის.


28 მარტს  12:00 საათზე, პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში თინა მამულაშვილი – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; გვანცა ჯობავა- საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე.

თემა: მსოფლიო გამომცემელთა ასოციაცის ხელმძღვანელობა დაჩქარებული წესით ჩამოდის საქართველოში სასკოლო სახელმძღვანელოების საქმესთან დაკავშირებით


28 მარტს, 18:00 საათზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართება. თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი (B კორპუსი, II სართული)


 

28 მარტს, 15:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)


28 მარტს, 16:30 საათზე, სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო რეგულირების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართება. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N224


28 მარტს, 16:45 საათზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან საკონსტიტუციო კომისიის წევრების შეხვედრა გაიმართება. თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)


 

28 მარტს, 12:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)


28 მარტს, 12:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)


 

მასალების გადაბეჭდვის წესი