ახალი ამბები

მეთორმეტე კლასელებს გამოცდის ჩაბარება პირველი სემესტრის ბოლოს შეეძლებათ

18 დეკემბერი, 2012 • • 998
მეთორმეტე კლასელებს  გამოცდის ჩაბარება პირველი სემესტრის ბოლოს შეეძლებათ

გოგლიჩიძის განცხადებით, საატესტატო გამოცდები საბუნებისმეტყველო საგნებში და გეოგრაფიაში ჩატარდება, დანარჩენი 4 გამოცდას კი მოსაწავლეები  სასწავლო წლის ბოლოს ჩააბარებენ:

 

“უახლოეს მომავალში მივაწვდით ინფორმაციას  სკოლებს, შესაბამის რეკომენდაციებს, რომ მათ შეეძლებათ მეთორმეტე კლასელებთან მიმართებაში 4 გამოცდა, იმ საგნებში, რომლებიც მათ დამთავრებული აქვთ,  ჩაატარონ პირველი სემეტრის ბოლოსათვის”– განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

 

გოგლიჩიძის თქმითვე, ამ ინიციატივას არ ექნება ვალდებულების სახე. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე საუბარი სკოლებში 3 კვირის წინ დაიწყო და ამ ფორმატით გამოცდების ჩატარება თავად სკოლების ინიციატივა იყო

 

“ჩვენ ტექნიკური საკითხების გააზრება დაგვჭირდა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი, რადგან სიახლეს მხოლოდ სათაური არ ეყოფა, მას ჭირდება  სათანადო პროცედურების არსებობა,  რომ სკოლამ ეს განახორციელოს ხარისხიანად და დამატებითი კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს”– განაცხადა გოგლიჩიძემ. 

 

შეგახსენებთ, რომ 2012– 2013 სასწავლო წელი ბოლო წელია, როცა საატესტაო გამოცდებს სკოლები ჩაატარებენ, მომავალი სასწავლო წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც და საატესტატო გამოცდებსაც გამოცდები ერთიანი ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება განათლების მინისტრისა და  გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის ერთობლივი კონსულტაციების შედეგად მიიღეს.  

 

მომავალი სასწავლო წლიდან საატესტატო გამოცდები 2 წელზე გადანაწილდება, 11 –12 კლასებში მოსწავლეები 4–4 გამოცდას ჩააბარებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი