ახალი ამბები

ყიფშიძის ქუჩაზე, მშენებლობის ადგილზე ადამიანი დაიღუპა

27 მარტი, 2017 • 2064
ყიფშიძის ქუჩაზე, მშენებლობის ადგილზე ადამიანი დაიღუპა

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, დღეს ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შსს-ში აცხადებენ, რომ რა ვითარებაში დაიღუპა გარდაცვლილი, ამ დეტალებზე საუბარი არ შეუძლიათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლია.

შსს-ში ჯერჯერობით ვერც იმას აკონკრეტებენ, დაღუპული უშუალოდ მშენებლობაზე მუშაობდა, თუ უბრალოდ შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი