ახალი ამბები

საქართველოს შსს–სა და ევროპოლს შორის შეთანხმებას ხელი 4 აპრილს მოეწერება

27 მარტი, 2017 • 2074
საქართველოს შსს–სა და ევროპოლს შორის შეთანხმებას ხელი 4 აპრილს მოეწერება

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპოლს შორის ისტორიულ შეთანხმებას ხელი 4 აპრილს მოეწერება. მინისტრის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ხდება ევროკავშირის ნაწილი სამართალდაცვით სფეროშიც.

“ევროპელ პარტნიორებთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით უმნიშვნელოვანესია ისტორიული შეთანხმება საქართველოს შსს–სა და ევროპოლს შორის, რომელსაც ხელი 4 აპრილს მოეწერება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვხვდებით ევროპის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში, რაც არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მინდა ყველას გვახსოვდეს, რომ გზა ევროპისკენ კანონის პატივისცემისკენ გადის,” – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას 2 თებერვალს მხარი დაუჭირა. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხმა მისცა 553-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი აღმოჩნდა 66, ხოლო თავი შეიკავა 28 დეპუტატმა.

გადაწყვეტილება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ 539/2001 რეგულაციის ცვლილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 8 მარტს გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში გადაწყვეტილება უკვე ძალაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, ვისაც ბიომეტრიული პასპორტი აქვს ევროკავშირის ქვეყნებში კონკრეტულად კი შენგენის ზონაში ვიზის გარეშე მოგზაურობას შეძლებენ. მოგზაურობისას შეგეძლებათ შენგენის ზონაში 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეთ.

რა საბუთები დაგჭირდებათ უვიზო მიმოსვლით სარგებლობისთვის, რომელ ქვეყნებშ შეგიძლიათ მოგზაურობა და დამატებითი დეტალების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი